კითხვები


რატომ ბრწყინავს ეს ვარსკვლავი ღამით?
ფიქრის დროს რომ შემომყურებს სულში
თითქოს დახმარება უნდა რამით
თითქოს იწვის ლამაზ  სიყვარულში.

რატომ ჭკნება ყვავილები მალე?
რა იქნება რომ ჭკნებოდნენ გვიან?
იქნებ მათაც საშველი აქვთ რამე,
დაჭკნობისთვის იქნებ არ მოდიან.

რატომ არის ზღვა მიწაზე მეტი?
ვფიქრობ მაინც არ გვადარდებს არცერთს,
ქუჩაშია მათხოვართა სვეტი,
მოლოდინში ღმერთი პასუხს გასცემთ.

რატომ ცოცხლობს კაცი ასე მოკლედ?
საერთოდაც რატომ გავჩნდით ნეტავ?
იმან რათქვას ვინც მუცელში მოკლეს?
ვიღაც ჩემს წინ ცოდვამ გაიმეტა.

სამყაროა და იღვრება ცრემლად,
კითხვებია პასუხგაუცემლად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი