გთხოვ, შემომეშველე ნანდაურო
ცხოვრება აბსურდის თეატრია, ზოგს მუნჯის შეხვდება როლი და არასდროს არ არის გვიანი კულისებს გაექცე შორით და შეჰკივლო განედებს უსასრულოს, გული გადაადნო მზეზე და ცელქი სურვილები აისრულო, შორ ზღვებში იცურო გემით და თვალებით წაიღო ჭერზე ლანდი, შენი შორეული ბავშვობიდან, მერე, ყელში სისხლის მობჯენამდი, იმავ ბავშვობიდან გამოხვიდე, როგორც ჭია ტოვებს თავის ჭუპრს და ყვავილს გამოძებნის ულამაზესს. ცხოვრება აბსურდის თეატრია, სწორედ ამ აბსურდში ითამაშე მხოლოდ შენი თავი- სურვილების მზერასჩაბუდული საწყისიდან. სანამ გული ყელში მოგებჯინა, უნდა გაიზარდო ბავშვობიდან! 08.08.2026 მაკრინე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი