ქალიშვილს, ანანოს!
თოლიგე, მომყევი ბილიკი განახო, აღმართზე ლოდებს თლის კირითხურო. აჰყევი ამ მწვერვალს და სადმე დასახლდი, სანამდის ზეცა გადახურეს! თოლიგე, ამ გზაზე იპოვე საშენო ქოხმახი - სასახლე! სხეული მიწასთან ამეგობრე, სული კი ზეცაში დასახლდეს. ხანდახან სარკმლებიდან ააფრინე ფერადი ოცნებების მტრედები. ჩემი გარდუვალი განაჩენით, - შენზე სიამაყით ვბერდები... გზები შორია და გასავლელი, მწვერვალს ფანტელები აკვდებიან. თოლიგე, მაგ ლამაზ თვალებში ასევე ლამაზფარდებიან სამყაროს რომ მოხატავ ენითუთქმელს, პატარა აბზაცში მომაყოლე... სანამდის გეგულები შენზე დარდი, შენი სიყვარული მომაყოლე. რომ არ გავიყოლო უთქმელობა, სათქმელი მიწასაც დაძრავს, იცი! ჩემი ახდენილი ოცნება ხარ! ჩემი სამყარო ხარ, დასაფიცი! ჰოდა, გამომყევი, მთისძირამდე, ზღაპრული რაში შეგიკაზმე. მწვერვალზე სასახლე თავად მორთე, იქვე დამელოდე, აისამდე! ჩემი დაისიდან გესტუმრები, უნდა მოვიყოლო ,,ლილეო". სისხლო - სისხლთაგანო, ხორცო - ხორცთაგანო, წყაროზე ანცო და შარბათზე ტკბილო! იდღეგრძელე და მაიმედე, ბედისწერის ბონდს გიწნავ ქარაფზე! შენი სურვილები უნდა დავათბუნო, რომ ყველა სიტყვაზე ამაღლდე! ყველა ამოსუნთქვა უნდა იზეიმო! თოლიგე, აფარფატდი აღმართზე! მე შენი უხილავე საყრდენი ვარ! მე შენ გიანდერძე ეს ცა, ეს ზღვა და მზე! 03.07.2026 მაკრინე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი