ადამი და ევა


პირველად იყო სიბნელე 
და იშვა ნათელი ფსკერიდან,
მას მოაყოლეს სიკეთე
ანგელოზ დასთა ფრთებიდან.

შეიქმნა მიწა წყლიანი,
ბატონის ხელის მადლიდან,
გაჩნდა დღეები მზიანი,
მნათობნი ცქერენ მაღლიდან.

იქმნა ბალახი საფარად,
ცვრიან მინდორად მონამულს,
მოჰყვა ყვავილნი კამარად,
ფერით, ხალისით მონათლულს.

იქცა სამყარო ზღაპარად,
თვალს შვება მუნვე მიუვა.
მაგრამ არს სიცარიელე,
უმელნო კალამს მიუგავს.


და სამყაროსაც დასჭირდა
თავისი გამგე, მონარქი
სამართავი კი რა სჭირდა,
არ იყო იმხნად მოკვდავი.

და იშვა უფლის სიტყვისგან,
მის ხატად ადამი, ანიდან,
ჰოემდე აზრი გაჰყვება,
ვერ წაშლის ადამიანიდან.

იშვა არსება დიადი,
ჯერ არნახული სიბრძნითა,
გონება - მარდი, ფრიადი,
აზრები დაწნულივითა.

უყვარდა ყველას ადამი,
ადამს კი ტანჯავს ობლობა,
გვერდში არ ჰყავდა არავინ,
ღმერთს მოზიარე მოსთხოვა.


უფალმა იგრძნო ადამის,
სევდა და გულის ძახილი,
"მარტოდ არ ვტოვებ არავის,
შენაც ხარ ჩემგან აღზრდილი"

იმწასვე იშვა ბუნების
ულამაზესი ქმნილება
ადამის ეულ გუნების,
მოტრფიალე და მშვენება.

ევა ეწოდა კარგ ასულს,
ძლიერ იყვარა ადამმა,
ნათელი აზრით თავგასულს,
შვება მისცა და დამადლა.

ჭაბუკმა იგრძნო ცხოვრების,
შინაარსი და მიზანი,
ამ ქვყენად მრავალ ქონების,
გროვება იყო გვიანი


რადგან მთავარი განძი მას,
თვალწინ ედგა და ემშვენა,
ამ დღისა შემდეგ დარდი მას,
ევას თვალებში ესვენა.

ტრფობას მიეცა ადამი,
და იგრძნო ცხოვრების გემო,
ობლობას მოსდგა ლაგამი,
ბედნიერებაც თან ერგო.

და მან შეიტყო პასუხი,
თუ რა იყო ადამიანი,
სიყვარულისგან დახშული,
წყურვილი ლაზათიანი.

ასეგნით იყვნენ ორივე,
უყვარდათ ხილვა ერთურთის,
მაგრამ ხალისის მორიგედ,
ჟამი ებოძათ ბედკრული.


განა რა სცოდა ევამან,
ცოდნისთვის ერგო ზიანი,
მასა და ადამს ეკავათ,
იდეა ერთ დროს წყლიანი.

არ მოუწონეს ციურთა,
ეს საქციელი რქიანი,
მალე გამგემაც მიურთვა,
სასჯელი მრავალხნიანი.


გაყარეს ტურფა ბაღიდან,
ადამ მხნე, ევა დიაცი,
და დაუყვირეს კარიდან,
რომ იწყონ შრომის თრიაქი.

სწორედ ამ წამით შეიქმნა,
ამ ქვეყნად ადამიანი
და თუ ღმერთმა შვა ადამი,
ევამ კი ადამიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი