ბერიკაცო


როგორც წიგნების ნატიფ თხელ ფურცლებს,
ისე გადაშლის ღრუბლებს ზღვის ქარი,
ეს ქროლვა ოთახში სავარძელს ურწევს
მოხუცებულს და აბეზრა თავი.

ძველი ხის ფეხების ჭრიალი ისმის
მისმა ძვლებმაც კი მხარი აუბა
დიდი ხნის წინათ ამ აკვანს მისთვის,
მოგონებების ჰანგი დუაკრავს.

ეჰ ბერიკაცო ვინ აღარ იტყვის
მაგ მხრებს რამდენი ლოდი უზიდავს,
ეს შევარდენი ისევე მიქრის,
გული ნამდვილად გაყინულიაქვს.

თუნდაც რომ სთხოვო გაჩერდეს, მოჯდეს
ხისა ტოტებზე ისვენოს ოდნავ,
განა სხვა ცუდი რა უნდა მოხდეს,
შეღონებული ბოროტად ოხრავს.

ეჰ შევარდენო გთხოვ რომ გაჩერდე,
ამ ბერიკაცის ცოდვით მე დავდნე
ფრთები აწყნარე, აღარ აფეთქდე
ანდაც უბრალოდ ნიავი ფანტე.

რატომ უყურებ ასე სიმწყრალით,
ნუთუ ერთი გაქვს მხოლოდ ბუნება,
რომ ყველა ასპო შენი ფრიალით,
გულს არ უვლია ერთხელ ცდუნება?

ოხ შევარდენო გთხოვ არ მარწმუნო,
ეს შენი საქმე განა შვებას გგვრის?
სისასტკით და წყევლით ზარდულო,
ამის შემყურეც მაინც ვერა გცვილს.

შენ კი ბრძენკაცო ცოტაღა დაგრჩა,
მალე ბოლოჯერ იხილავ დაისს
კიდეც იყვავებს უშენოდ დაფნა,
კიდეც იხილავს წვიმიან მაისს.

და როცა წარსულის ტკბილი დროები,
თვალწინ მოგივლის როგორც ზმანება,
იასამანის ნაზი შტოები,
კენწეროსაკენ თან დამთავრდება.

ვიცი ბერკაცო, თუ რასაც იზამ,
ცად რომ შეხვდები დასების თარეშს,
ყურად არ იგდებ მათ საღვთო მიზანს,
გვერდსაც აუვლი დაგებულ მახეს.

ვიცი გაყვები კვლავ შენ სურვილებს,
ისევ დაიწყებ წესების ნგრევას
არ დაიჯერებ მაგ ნაზ ტყუილებს
და მზის გარშემო დაიწყებ ცეკვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი