ვერდენის მღვდელი
მამაო ჩვენო, გთხოვ შეისმინო, ჩემი სიტყვები და ჩემი ლოცვა, შენმა დიდებამ დაფაროს ყველა, მადლი მოისხსას შენ ჯვარზე კოცნამ. მამაო ჩვენო, გთხოვ მიპასუხო, რაზედ უშვებ შენ ამდენ ტანჯვას, დედას შვილები რად დააშორე, რაზედ არა წყვეტ ამ ბედის ქარგვას. ვინ იმსახურებს განა ამ სვესა, თავის სხეულში იყოს ტუსაღი, სიბნელესა და სიყრუეში დაედოს ახალი ჩუმი ბუნაგი. და როცა მე უკვე გამიჩნდა კითხვა, პასუხები კი ვერ ვნახე ვერსად, სწორედ მაშინღა გამომევლლინა, მე ანგელოზი მინდორზე ველად. გაფითრებული გაოცებული, სანახაობას ვერ ვწყვეტდი თვალებს განა შენ რა ხარ ასე ღვთიური ფრთით რომ დარაჯობ სამოთხის კარებს. ცად ამიტაცა მანახა მიწა, მე არ მენახა თურმე სამყარო, თურმე სხივები ულევი მზისა, შემძლებია რომ ხელით გავყარო. და ამ ღრუბლიდან ვიხილე ხედი, ვნახე მე მიწა პირველ შობილი, გავშრი, გავცივდი, როცა ვიხილე, რაოდენ ყოფილა ქვემოთ ცოდვილი. გამეფებულა ირგვლი სიცრუე, სიყვარულს ზიზღი უბადებია, სიკეთეს შეჰყრია თურმე სიყრუე, მადლიერება უძაგებია. ვარდი დამჭკნარა, გამხმარა ბუჩქი, იასამანიც გადაუმალავთ, აღარც კი ვიცი წინ რაღა უწყისს, იმედი ვისღა გადაუნახავს. ის რაც ოდესღაც უშენებიათ, კაცის ხელითვე შემონგრეულა, ცეკვა-ხალისსაც ოდესღაც ლაღსაც მხოლოდ სუდარა შემოხვეულა. ეს ყველა ლოდი , ყოველ დაისზე საფლავის ქვებად გადაქცეულა, საბნის მაგივრამდ მათი სულები ნაცრის ფენებში გადახვეულა. დედების ცრემლებს უნაცვლებია, ჭექა-ქუხილი, წვიმა და სეტყვა, მათი გოდება ცას ორად ყოფდა, არავინ იცოდა თუ რაღა ეთქვათ. მე კი დავეცი, მუხლები მომტყდა გამიშრა ყელი, გამიქრა აზრი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩემს გონებას ემატებოდა კითხვები მზარდი. თქვენ ანგელოზნო ღვთიური მარტო სხეული გბადიათ ამ ქვეყანზე! ამის შემყურე როგორ ძლებთ ცაში! მხოლოდ ერთს ვფიქრობ სხვა ვერაფერზე... ნელი ნაბიჯით სამოთხის კიდეს, მივუახლოვდი ქვესკნელს ჩავხედე, განა რა დამრჩა ამ ჩემ თავს კიდე სიცოცხლის თმობა წამში გავბედე. ნაბიჯი წავდგი, ღრუბლებსაც მოვწყდი, წვიმის წვეთივით მიქრის სხეული, ახლა კი მორჩა, ნამდვილად მორჩა, ეს ჯოჯოხეთი მიწად ქცეული. ამ განწირვის დროს სადღაც შორიდან მოჩანს მხედარი შავბნელი კრული, მოემართება მომიღოს ბოლო, წერტილს დაუსვამს, ისვნებს გული მაგრამ რას ვხედავ, ხელი ჩამჭიდა, უკან მომისვა თავის მერანზე, შემაჩერა და შემომიბრუნდა, გამიხსნა ბაგე კაცის ენაზე. "ეჰ ერის კაცო განა არიცი, რა ბუნება აქვს ცოცხალ სამყაროს მე, სიკვდილიც, კი გამწირეს ოდეს რომ წასულები დროჟამ დავბარო. ერთ დროს ოდესღაც მე შენებრ მქონდა კითხვები ულევი, სულისა მკვლელი, ბევრჯერ ვინატრე, რომ კაცის გულებს გამოსჩენოდათ ვინმე შემცვლელი. მწამდა ისმენდა ჩემს ლოცვას ერთხელ იმედის ცეცხლი აღარ იწვოდა, ჩემი სარკმლიდან ყოველ ღამითვე ცრემლით ნამული სიტყვა ისმოდა: მამაო ჩვენო, გთხოვ შეისმინო, ჩემი სიტყვები და ჩემი ლოცვა, შენმა დიდებამ დაფაროს ყველა, მადლი მოისხსას შენ ჯვარზე კოცნამ. მამაო ჩვენო, გთხოვ მიპასუხო, რაზედ უშვებ შენ ამდენ ტანჯვას, დედას შვილები რად დააშორე, რაზედ არა წყვეტ ამ ბედის ქარგვას. და როგორც სანთლები იწვოდა ობლად, ისე ჩაიწვა იმედი ჩემში, ხმა არსად იყო მხოლოდ სიჩუმე, იარებოდა სიცოცხლის ფერფლში. და ერის კაცო შენ თუ გგონია რუდუნებაა ეს ჩემი საქმე, ერთი უბრალო მწყემსი ვარ მხოლოდ, უსახლკაროებს წავუძღვე სადმე. და ერის კაცო მე შენ გეტყვი რომ, სიკვდილზე მეც კი ვერ გავიმარჯვებ, სანამ ადამის შვილი ხარ ცნობდე, რომ კეთილ საქმეს ვერ დაიმადლებ. თუ კიდევ ფიქრობ ვერდენის მღვდელო, რომ სამსსჯავროზე გასამართლდებით, განა ვერ ხედავ რომ ყოველ დღისით, განაჩენს უწყით დასამარებით. ვერდენის მღვდელო თხოვნა მაქვს ერთი, ილოცე კიდევ, აღარ გაიქცე იმედი არასდროს გადაიწურო, რომ შენც სიკვდილად არ გადაიქცე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი