უცხოელო


უცხოელო ამ ცხოვრებას რა სიძუნწით დაეჩვიე,
ღამის დარის ცივ ზმანებას უფიქრელად გაეკიდე,
ბედის სხივებს ხეებს შორის ყვავილებში აერიე,
გაქცეულ შანსს შენ მაშინვე უდრტვინველად დაეწიე.

ამ მხარეში ვერ მოძებნე შენი ფერის სადარი,
შენი სულის ნაწილები, რომ ეძებდი, არ არის,
არც მთვარეა, არც ვარსკვლავი, მხოლოდ მზეა სხვაგვარი,
არ გინათებს, დაგიჩრდილა, მონატრების გზაკვალი

რამდენ წელში გაირე, მე შენ გხედავ, ულისე,
შენ ამ ზღვების შეგონება, ყურადაც კი არ იღე,
უკვდავებას უარყოფა უფიქრელად უპირე,
პენელოპეს მოგონებას კვლავ გულშივე უცქირე

დროა დათმო, უცხოელო, უცხო გზების თარეში,
აწ დაბრუნდი, კვლავ გაები სიყმაწვილის ბადეში,
გაიხსენე თბილი ცრემლი, მრავლის მნახველ თვალებში,
სისხლი აღარ გაგეყინოს, უკვე დაღლილ ძარღვებში.

ვეღარ ნახავ უეკლო ვარდს, მწვანე იასამანსაც,
წითელ ზეცას, გაციებულს, ბევრჯერ ნაავადარსაც,
მიდი კვლავაც მოუსმინე იებსა და ზამბახსაც,
კვალი შენი მოენატრა, შენს შორეულ ქალაქსაც.

უცხოელო, დაისვენე, სევდით ჩანგი ამღერე,
შენი თეთრი კანის ფერი, უწინდელად ამზერე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი