იოტა
უკუნისის უბიდან, ცად ნარინჯი ავარდა, ასე დილით, ასე უცებ, სად მიდიხარ იოტა? როგორ გიჭირს განშორების და ნახვამდის დამარცვლა, გახსოვს ერთ დროს შენმა თავმა ამ მთის ნახვა იოცა. ვერ გააგდებ მაგ თავიდან, დანახულის კამარას, ვერ ივიწყებ აქ გაგონილს მრავალ ჭორს თუ სიმღერას, ვინ დაგიკრავს იმ სხვა მთებში მრავალ ნაკრავ ბალადას, სად იხილავ ცივ კედლებში თბილ განაზულ ჯვრისწერას. ნუ მოსცდები წარსულის დასს, ნუღარც სურნელს ვარდისას, შენმა გულმა ამ მხარეში უკვე დიდხანს იომა, ნუ იფიქრებ მთის კალთებზე, სევდისა და დარდისას, გზა განაგრძე, არ დაბრუნდე, დაივიწყე, იოტა. და თუ ერთხელ, უკუნისის ჰორიზონტზედ, ცად ნარინჯი შემოგხვდა, არ გამოგრჩეს დილის შუქზე, დოლზე ხელის შემოკვრა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი