ახლა უკვე გვიანია
ახლა უკვე გვიანია, ვეღარ ვხედავ სიმართლეს, ეს ნაცნობი წყვდიადია, უფსკრულისკენ მიმაფრენს ეს ხომ უკვე მინახია, კიდევ რაღას მიმათრევს, გარს ქარების ბზრიალია სხვა მხარეში მიმარყევს, თურმე მარტის ცამეტია, ბრმა აზრებში მინამწყვდევს ისევ ვფიქრობ რა ფერია თვალიც აღარ მიმართლებს ახლა უკვე გვიანია, სახელებიც შორია, ერთ დროს ჩემი ძვირფასების და სიჩუმის ომია, ხმას ვერ ვიღებ მგონია, გარდაცვლილი ვარ უკვე? ჩემ გარშემო ზოლია, ნაბიჯს ვერ ვდგამ იცოდე ნუთუ მართლა შორია?! ნეტა მართლა ვიცოდე წინ თუ შავი ბროლია, ბნელი, კრული ქორია, შადრევნების პირისპირ ჭაობების ტბორია ეს რა მზეა ვიოცებ! ცის ფერდობის სწორია, ოხ დურგალო იოსებ ეს რა ბედი გქონია. დავავიწყდი სამყაროს, ვერ მიხსენა მიწამაც ბილიკები სამგზავროდ წამიშალა ქვიშამაც ახლა უკვე გვიანია, ნეტავ თუ ვინ მიწამებს, ბედის ფარდის ფრიალია და ნიავი მიმალევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი