ელპიდა
უხილავი შავი ლანდის უჩინარი ტყეები, როგორ მახსოვს შიშის წუთებს რომ ვერ გავექცეოდი, გაწელილი მოღრუბლული უდიერი დღეები ზურგზე ისე მაწვებოდნენ, ვეღარ დაგეწეოდი სად მირბიხარ? მანდ არ მიდის ბილიკების მიზნები, ერთხელ ჩემი საიდუმლოს ოცნებები შეგარქვი, ვინ დაგიგო, კლდეებს შორის დანაცრული ფიცრები? ბოლო სიტყვა ვერ გავიგე, ან უბრალოდ ვეღარ თქვი მე შევჩერდი, ვეღარ ვლანდე ცაზე თეთრი ზოლები, აღარ ვიცი სად წავიდე, საით გადამეკარგე, ჩემ უკან დგას, დიდი ტალღა, დაბნედილი მონების შენი თბილი ალის სურნელს ვეღარ გადავეყარე ახლა როგორ მოვიქცე, ნუთუ გავქრე ქვეყნიდან? ჩემი კვალი წავშალო და დავწვა დანატოვარი, მოვიშორე შენი რწმენა უსასრულო გზებიდან, ვხვდები ჩემი ბოლო არის, წრფელი, გასაოცარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი