Raphèl maì amècche zabì almi


ნებროთ, არ გვესმის,
ბაგე შენი დაემონა ბოდვების ნიავს,
დიადო მეფევ,
ნუთუ შენი ბოლო მიაქვს ცეცხლების გრიალს

ოხ, ცოდვილებო, ამპარტავნებით დაბრმავებულნო,
უყურეთ რა რიგ ტანჯვა აქვს ამ გოლიათს უკუნის კართან
ნუთუ მას ჯერა? თუ სურს კიდევაც
შენება გოდოლის უზარამაზარის სამოთხის გარსთან

დამშვიდდი, ნებროთ
შენი იდეა აწი მკვდარია, მქრალია იგი ამა ქვეყნიდან,
იდექი ამ ჭაში დამარცხებული,
იგემე ნალექი დამწვარ თხემიდან

რადგან შესცოდე, ვერ გიშველიან,
სასჯელი შენი ბევრს უკრეფია,
შენ ხომ შესცოდე ასვლა იქამდის
რისი დაპყრობაც არ გიწერია

მაგრამ შენ ნებროთ, ნუღარ სწუხდები,
დაუპყრობელი არავინ არი
რადგან ერთხელაც მაგ ციურ არეს
ფეხქვეშ გაიფენს ადამიანი

ავა იქ სადაც ვარსკვლავებს სძინავთ,
თვალს შემოავლებს დარდის გროვებას,
დედა სამშობლოს ხელში მოაქცევს
და შემდეგ განაგრძობს ისევ ცხოვრებას.

მაგრამ შენს სიტყვას ნებროთ,
ვეღარ გაიგებს ვერც ერთი სული
და ნუღარ ფიქრობ რომ შრომა შენი,
დამდაგველია ან ფუჭი სრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი