წითელქურქა ბიჭუნა
ტრიალ-ტრიალ წითელ ქურქით, ცოცხალ თამაშ-თამაშით, გულუბრყვილო, მჭახე მუხტით ცეკვა ლამაზ-ლამაზით ერთმა ბიჭმა, მუჭის ხელამ, სულ პატარა შავთვალამ, მეტროს სავსე ვაგონებშიც სიხარული ვერ მალა. და მე უცებ მახსენდება ჩემი ნორჩი ბიჭობა, გონება რომ მაბრძენებდა გული სევდას მისობდა. რარიგ ლაღად, თუნდაც ავად მოგონება დაცდილი, ცრემლიც აღარ მეკარება, ემოციად დაცლილი. განა ვიყო წითელქურქა ის შავთვალა ბიჭუნა, მან რომელმაც თავის თავზე ბედნიერად იზრუნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი