ცის ლაჟვარდის ზმანება


თვალი ცრუობს, თუ რა არის?
მაღლა მწველი ნათება
ცის კიდობანს მოწყვეტილი,
ცის ლაჟვარდის ხატება

საით მიქრის, რა გზა არის?
რად არ ისმის ხმა ნეტა,
უცხო მხრიდან მოფრენილი,
საუცხოო ზმანება

ჩაესვენა, სად ზღვა არის,
იწყო ტალღის მატებამ
ჰაერშივე მოვერცხლილი
აირების არევა

გამაღვიძე, ის აქ არის,
ძველი ველის მწვანება,
მის მინდორზე მოფენილი
ბასრ სიტყვების კმარება.

იქ მივდივარ, სად სვლა არის,
მაღლა მდელოს დარება,
ცის კიდობანს მოწყვეტილი,
ცის ლაჟვარდის ზმანება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი