ჟამი მშვიდობის


დადგა ჟამი მშვიდობის,
ძნელად წარმოსათქმელი,
გგონია დრო გვიპოვის?
არის გამოსარკვევი

მწუხრის ფერი დაგედო
და კვალმა გეზი ამიღო,
ჰანგის ხმები არ მეყო,
იქნებ, კარი გამიღო

სადღაც კიდევ სეირნობს
იასამნის კამარა,
თუ კი მნახავს, ვერ მიცნობს,
დავრჩი ვერცხლის ამარა

ახლა ისე აცივდა,
ვემსგავსები საფირონს,
ფერი სადღაც გაფრინდა,
ნეტავ კიდევ გამიძლოს

და თუ დგება ულმობელი,
ჟამი დამათრობელი,
თუ კი მოქრის უხმობელი
ჯოგი გამაქრობელი

მე დავითვლი ბოლო წამებს,
ძნელად წარმოსათქმელი
და დამრჩება თეთრი ღამე
კვლავაც გამოსარკვევი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი