თვალნი დიდრონი
თვალნი დიდრონი, თვალნი ელვარე, ეფემერული სინაზე შველის… კვნესის ჩემს გულში გრძნობა მღელვარე, ლექსად ვიღვრები, მაგრამ ვერ მშველის. ანგრევს გრიგალი დათოვლილ ვერხვებს, ბატონობს ტანჯვა, სულის გოდება, თვით ტანტალოსიც ნაყოფს ხელს ვერ ჰხვევს, ეჰ, ჩვენს სიყვარულს რა ელოდება?! 2024 წლის 31 იანვარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ბრავო👏ძალიან ემოციურთან ერთად უტექნიკურესი ლექსია. იმედი არ დაკარგო
კარგი ლექსია. მომწონს სიტყვების შეხამება, სტილი და მათი კომბინაცია