ვაკელ გოგონას
ლანდად შემომრჩა შენი სახე ჩემს გონებაში,
იქაც იღიმი და ბავშვური დაგაქვს ოცნება.
კვლავ შევიჭრები გასული წლის მოგონებაში,
ანდაზად გეტყვი მაშინ შენში რაც მაოცებდა:
ანწლის ტოტივით მოღერილი მოგრძო თითები,
ზაცკას გედივით დახვეწილი სახის ნაკვთები,
სანდომიანი ბაგეები - ატმის კვირტები...
კრძალვით გიხსენებ, მაგონდები, ცეცხლად ვინთები.
შორიდან ტრფობა არ მჩვევია, არ გაგიშვებდი,
გულს მოგპარავდი, ჩემს სახელზე დაგაფიცებდი,
მაგრამ თვალის ფერს გიწუნებდი, ჩემთვის ვიტყოდი:
"ცოტა ნაკლები მელანინი და სულს მივცემდი!"
"და ცისფერი თვალები ჰქონდა ისე წარმტაცი -
მშვიდად ვერ შეხედავდა ვერც ერთი გულქვა კაცი.
მათში გაურკვეველი თრთოდა ზეცის ნათელი,
სულიერი სიწმინდის უცხოდ გამომხატველი."
2025 წლის 29 აპრილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
🥺👏👏