Apologies to the Lover
მე მათრობს შენი ვნებიანი თვალების ცქერა, მაგრამ მის თვალთა ოკეანე მიიქცეოდა... მზის სხივს მაგონებს შენი თმები ოქროსი, ქერა, თუმცა მის ფონზე ოქროც ჟანგად გადიქცეოდა... ტირიფის ფოთლებს მოგაგონებს შენი ყურები, მაგრამ ვაი, რომ მის ელფურთან ახლოს ვერ მივა, ყელს დაგრჩენია ჩემი კოცნის ნაფეხურები, მის გედის ყელს კი, ვფიცავ, ავად არ შევხებივარ. ბავშვივით მართობს შენს ნაზ თითზე კბენა-თამაში, თუმცა მახსოვს, რომ მას თითებიც დიდრონი ჰქონდა, ვეტრფოდი ძლიერ, როგორც ერთ დროს თამარს თარაში, გულში ვიკრავდი და დარდებიც ქარებს მიჰქონდა. თუნდაც ეს სიტყვა ლახვარივით გულში ჩაგესოს, არ შემიძლია გავმიჯნურდე, თვალნი დამეფსოს, "ვინ არის იგი, ვისთვის გული ერთხელ აღევსოს?" ის მეყვარება, ვიდრე პირი მიწით ამევსოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი