მასხარა - კლოუნადა და ძალაუფლების მანდატი ქართულ მედია სივრცეში და ფეის-კომენტარებიმ
მასხარა - კლოუნადა და ძალაუფლების მანდატი ქართულ მედია სივრცეში და ფეის-კომენტარები “იმისათვის რაც შენ ჩაიდინე, ღმერთმა ისე გაცხოვროს, რომ მარტო შენს ხალხს დასცინოდე!” (აზიური წყევლა) „ცხოვრება სცენაა, ჩვენ კი ყველანი არტისტები ვართ!“ შექსპირი „აგი ცხოვრება ისედაც ცირკია, ბიძია და რაღა შენ გინდა ტაკიმასხარაობა!“ ერთი იმერელი კაცი ადამიანებო იყავით ფხიზლად! - ამბობდა ჩეხი ხელოვანი იულიუს ფუჩიკი, რომლის პიესის მიხედვით, თავის დროზე დადგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა და ჩვენს თეატრალურ ხელოვნებაში დაიწყო ახალი ეპოქა - ლეგენდარულ- ცხოვრებისეული პრობლემატიკით, ტრაგი-კომიკური იუმორით აღსავსე, უბრალო ქართველი ადამიანის ამსახველი წარმოდგენათა ციკლისა, რომელიც დღევანდლამდე გრძელდება... ...და დაიწყო მანკიერი, დამალულ-დაფარული „ქართული სულის“ გამომზეურება,რომელიც მანამდე რუსულ-იმპერიულ ლიტერატურაში ფუძნდებოდა და ფეხს იკიდებდა, მაგრამ თეატრმა და კინომ შეიძლება ითქვას „კატოკივით“ გადაუარა და ამ გადასწორებულ მთა-ბარზე, ფსევდო-ლიბერალოიდური და ფსევდო-ევროპოიდული კულტურ-მულტურის დათესვა და დაშენება დაიწყო... შედეგად კი მივიღეთ ტაკი-მასხარების მთელი დასტა, ხელოვნებაში, რელიგიაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში - ისინი პოპულარულები გახადა ტრადიციების დაცინვამ, ძალაუფლება კი პოპულარულობამ სინით მიართვა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ცირკში, რომლის სანახაობის გადასახადს შვილების გამობრიყვებით და დროით ვიხდით! (ციტატა ინტერნეტიდან)... ქართველები - ფენომენი, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ იცის, მაგრამ მას ქართველზე უფრო მეტად ვერავინ აამაღლებს და ვერავინ გათელავს. პირველ რიგში უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის უცნობილესი ლექსი „ბედინერი ერი“ ... ეს ის ნაწარმოებია სადაც ყველაზე კარგად და ზუსტადაა გაკრიტიკებული ქართველების მიერ შეძენილი ის მანკიერი ჩვევები, რომელბიც დღესაც კი არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში. უნდა ითქვას, რომ ილიამ თავის ლექსში დასვა დიაგნოზი და სწორად განსაზღვრა ქართული სულის ავადმყოფობის სიმპტომები და მერე უამრავი რამ დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ემკურნალა ქართულ საზოგადოებას თავისი შერყეული სულისათვის... ამ ნაწერებში მთავარი იდეა ის კი არ იყო, რომ მომხდარიყო მანკიერება მიბმული ტრადიციის აღმოფხვრა, არამედ მისი გამოჯანსაღება და მცდელობა პირვანდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად - თავი თუ გტკივა, მისი მოჭრა არაა აუცილებელი, სხვისას მაინც ვერ დაიდგამ, რადგან მაინც უთავო იქნები. დღეს კი იმისათვის, რომ გახდნენ პოპულარულნი და შესაბამისად ძალაუფლების მატარებელნი, რას აკეთებენ? დასცინიან... დრო - პიკის საათის დრო, ანუ დრო როცა ტელევიზორს მთელი ოჯახი (უფროსებიც და ბავშვებიც) უყურებს. მაყურებელი – 8-წლიდან 80-წლამდე. ადგილი - “რეიტინგული” ტელევიზია და პოპულარული გადაცემის სტუდია. მონაწილეები – ახალგაზრდა წამყვანები ( გოგონა და ბიჭი 22-იდან 25-წლამდე) და სტუმარი 50 მიტანებული, ძალოვანების წარმომადგენელი, თავისი ეპატაჟურობით და იუმორით ცნობილი პიროვნება - მამაკაცი... და 50-მდე სტატისტი (გოგო-ბიჭები 17-25 წლამდე, ძირითადად სტუდენტები). გავრცელების არეალი - მთლიანი საქართველო და უცხოეთის ქვეყნები. წამყვანი გოგონა - ამდენ დასაცინ მასალას სად შოულობთ? (მაგარი ლოგიკური შეკითხვაა) სტუმარი – (იცინის) სულ სასაცილო არაა ყველაფერი... მთავარია ისე მოყვე, რომ სასაცილო იყოს (?!) და მორჩა! „დაჟე“ სხვისი სიკვდილი... აბა შენსას ვერ მოყვები დააა... (სიცილი და ტაში სტუდიაში) წამყვანი ბიჭი - როგორ მიხვდით, რომ პოპულარული გახდით? სტუმარი – (იცინის) ყველაფერს ვაკეთებ ქირურგიული ოპერაციების გარდა! ღმერთივით ვარრ, რა... (პირჯვარს იწერს) მაპატიებს უფალი, იმედია... თუ არა და... ჯოჯოხეთში უფრო საინტერესო „სასტავი“ მელოდება...(იცინის) წამყვანი ბიჭი და წამყვანი გოგო იცინიან (სიცილი და მქუხარე ტაში სტუდიაში) იმისათვის, რომ გახდნენ პოპულარულნი და შესაბამისად ძალაუფლების მატარებელნი, რას აკეთებენ? - დასცინიან?... რას აკეთებს მასმედია? - პოპულარიზაციას უწევს დეგრადირების ამ აპრობირებულ მეთოდს... რატომ? რაში ჭირდება, ან რაში ჭირდებათ? ...ავიღოთ "გენიალური და განუმეორებელი" გადაცემა - ნიჭიერი, ან თუნდაც ჯეო-სტარი - განსაკუთრებით როცა შერჩვევით ტურებს ეხება გადაცემები. რას ეთმობა მეტი საეთერო დრო? ცუდი გამოსვლების ჩვენებას. რათა ბევრი ვიცინოთ? არა, რათა ბევრი დავცინოთ საკუთარ თავს! ხოლო საშუალო დონის გამოსვლებს ათწამიან კლიპებად წარმოადგენენ. მოგებული კი ვინ გამოდის? წამყვანი. ის ხომ ლევიტანივით (ცნობილი რუსი წამყვანი, მისი ხმის მიბაძვას ცდილობს მავანი) ტრაგი-ხმით გვამცნობს და გვიფასებს მომხვდურებს... კარგად გამიგეთ სასაცილოც ბევრია ამ დედა... დალოცვილ (მარხვაა და მომიტევეთ) გადაცემებში, მაგრამ მთლიანად ყველაფერი აგებულია ისე, რომ მაყურებელი დარწმუნდესს, რომ სა-სა-ცი-ლო-ააა და დასაცინია... ამიტომაც ამ გადაცემების ხარისხი და რეიტინგი ნელ-ნელა ეშვება იქ, სადაც მის ორგანიზატორთა დამსახურებით უნდა იყოს წესით... ინტერნეტი არსებობს და ვიცით როგორ მონტაჟდება და კეთდება სხვა "არა-ნორმალურ" ქვეყნებში ასეთი გადაცემებ- ისინი იყენებენ იუმორს, მაგრამ ძირითადად აქცენტი წარმატებულ ნომრებზე კეთდება, თუ იცით რატომ? - არა, იმტომ, რომ ჟიურიმ, და კადრს იქეთ მიმალულმა წამყვანმა "იკაიფონ" ისედაც გასაცოდავებულ ადამიანებზე, არამემ იმიტომ, რომ მაყურებელს გემოვნება აუმაღლონ და ნომრების მომზადებაში მეტი ენერგია დახარჯონ... ამდენი დაცინვა სირცხვილია... ილია მოკლეს, მაგრამ სანამ ის დაწერდა (და მერეც)"ბედნიერ ერს", ილია იყო... მაგრამ თვენ არა გაქვთ უფლება ისედაც ზღვარს მისულ ხალხს დასცინოთ, რადგან მას თავისი შინაგანი ნიჭის, თუ პროტესტის გამოსახატავად („ჰოპლა, ჩვენც ვარსებობთ“) მხოლოდ ეს "სატინგიცო" გადაცემები დაუტოვეს... გრცხვენოდეთ "ნიჭიერის" მესვეურებო... P.S. ეს არ ეხება ორ წამყვანს, რომლებიც კულისებში დგანან და ყველანაირად ცდილობენ ეს "ამაზრზენი კლოუნადა" ცოტათი მაინც ადამიანურად აქციონ... ისინი ნამდვილად არ დასცინიან, ისინი განიცდიან!!!! (ნაწყვეტი ინტერნეტიდან) დიახ, ეს „მასხარული“ ფენომენი - სამწუხაროდ მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა ფენომენად, რომესაც შეიძლება ეწოდოს „ილიას კომპლექსი“, ანუ კომპლექსი, როცა თავის გამოჩენის მიზნით იწყებ ერის და ბერის მანკიერი მხარეების წარმოჩინემას და მის გამომზეურებას და ამ „სიბინძურის“ ფონზე თავად საკმაოდ „სუფთა, პროგრესული, ინტელექტუალური და რაც მთავარია პოპულარული ხდები“. აი ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ამოვკრიფე ინტერნეტიდან, ანუ იმ ჯერ კიდევ არაკონტროლირებად სივრციდან. მოკლედ რას ფიქრობენ ქართველებზე და ქართველობაზე: 1)ჩვენ გვაქვს უძაღლო ქვეყანა, სადაც არამარტო კატები, არამედ მწერებიც კი ყეფენ. 2) ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ გასცდა კუმირებისა (კერპების) და მათი მტრების ძიებას. 3) ჩვენი რწმენა ვერ გასცდა სამარხვო ნამცხვრებს. 4) ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ვერ გასცდა საკითხს - „დათა თუთაშხია“ მართლა ამირეჯიბისაა თუ კონსტანტინეს მოპარა. 5) ჩვენი ისტორიული ანალიზის უნარი შეილია მარადიულმა თემამ - სტალინი უფრო მაგარი იყო თუ ბერია. 6) ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ „ვეფხისტყაოსნით“, რომელიც სკოლაში ძალით გვასწავლეს. 7) ჩვენ გვაქვს უამრავი ლექსი თბილისზე, გვიყვარს თბილისი, ვაღმერთებთ თბილისს, თუმცა იმაზე ვერ ვთანხმდებით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი თბილისელი. 8) ვაღმერთებთ ქართულ სილამაზეს სიმთვრალეში, სიფხიზლეში კი „გაუპარსავ“ ქართველ ქალებს რუსებს ვამჯობინებთ. 9) ჩვენთვის დედა სიწმინდეა, რომელიც იმდენად გავაიდეალეთ, რომ ფეხებზე გვკიდია მისი ჯანმრთელობა, რადგან უხორცო გვგონია, რომელსაც ჯანმრთელობა არც აქვს. მთავარია დროსტარება! 10) ჩვენთვის ღვინო წმინდა სითხეა, მაგრამ უამრავი ლიტრის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი წყალდება. 11) ჩვენი ძმაკაცობა (და საერთოდ-კაცობა) გაუტოლდა და ვერ გასცდა თანამესუფრეობას. 12) ჩვენ ვართ ნამდვილი რაინდები და რაინდულადაც ვიტანთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს. 13) ჩვენ გვიყვარს ლამაზი ადამიანი, ლამაზი სიტყვა, ლამაზი სიმღერა - მოკლედ ყველაფერი რაც ბრწყინავს, თუნდაც ოქრო არ იყოს. 14) ჩვენ არ ვიყიდებით! 15) ჩვენ ვართ მოხუცი ერი, რომელსაც იდეალთა გაორება დაემართა ( 9 აპრილი, თუ 7 ნოემბერი?, ვერ ვიტანთ რუსებს და ყველაფერი ჩავაბარეთ მათ); 16) ჩვენ არ გვიყვარს იდეალისტები ( არ გვიყვარს რა, გვეზარება უბრალოდ). არ გვინდა ამდენი ანკესი (არ იჭმევა), თევზი მოგვეცით ვინმემ, თევზი! 17) ჩვენ ვართ ქართველები და გადავეგეთ პირადულ კეთილდღეობას, გვწამს რა, რომ ეს ჭეშმარიტად საერო საქმეცაა! 18) ჩვენ ვართ ქართველები და გვიყვარს ჩვენი სახელოვანი ისტორია, რომელიც არ ვიცით! 19) ჩვენ ვართ ქართველები და უკლებლივ ყველა ვართ ჭეშმარიტი პატრიოტები, რაც ვერ გასცდა მეტყველებაში-პათოსს და მოქმედებაში-მართკუთხა მაგიდას! 20) ჩვენ ვართ ქართველები და ყველანი მზად ვართ ჩვენი საქმეებით ვემსახუროთ ქვეყანას, რომელიც ჩვენთვის სულზე უტკბესია, ოღონდ ნუ იქნება ომი! გვეშინია! 21) ჩვენ ვართ ქართველები, რომლებსაც გვძულს მკრეხელი ათეისტები, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ყველაზე დიდი (თან შეფარული) მკრეხელობაა! 22) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება აზროვნება! 23) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება კითხვა! 24) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება რწმენა! 25) მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე მოაზროვნეები! 26) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვიცით ბევრი! 27) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე გვწამს ყველაზე ძლიერ! 28) ერთი სიტყვით კი: ჩვენ გვიყვარს ჭურჭელი და არა ის, რაც შიგ ასხია, თუნდაც შხამი აღმოჩნდეს! 29) ჩვენ ვართ ფარისევლები! და უკვე იმდენად გულის ამრევია ჩვენი ფარისევლობა, რომ ვინმემ რომ იწინასწარმეტყველოს, თუ ასე გააგრძელეთ გადაგვარება არ აგცდებათო, ნამდვილად არ გამიკვირდება და დავეთანხმები კიდეც... (აბზაცი ინტერნეტიდან) სამწუხაროდ ავტორთა ვინაობას ვერ დაგისახელებთ, თუმცა საგულისხმოა, ამ ტექსტის პათოსი პირდაპირ პასუხობს „ილიას კომპლექსს“... იქმნება დემაგოგიური დიახ დემაგოგიური გარემო, რადგან დემაგოგიაა ის რაც ამას ყველაზე კარგად ახასიათებს - დემაგოგია - უკეთეს შემთხვევაში ნახევრადსიმართლე, უარესში კი ხუთი პროცენტი სიმართლე ოთხმოცდათხუთმეტი კი ტყუილი, ან შექმნილ-მოგონილი რეალობა... ქმნიან სანახაობრივ თეატრს, რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ანუ რომელზეც ითქვას, რომ ეს „მასხარული რეალობაა“... სადაც ჭკვიიანი, მხოლოდ მასხარაა და დანარჩენი კი დაცინვის ობიექტია... „ცხოვრება სცენაა, ჩვენ კი ყველანი არტისტები ვართ!“.. ნუ ვიცხოვრებთ თეატრში, ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში და მაშინ არ დაგვჭირდება ნიღბების მიწებება არც საკუთარი თავისთვის და არც სხვებისთვის! თუმცა ნიღბებიან გარემოში ძირითადად ცხოვრობენ დიდი ფანტაზიის და განუხორციელებელი, მისი ძალებისა-გონიერებისა-ნიჭისთვის შეუფერებელი ოცნებებით დამძიმებული ჩამოუყალიბებელი პიროვნებები. სამწუხაროდ, ასეთი საკმაოდ ბევრია! პეიზაჟით დეკორაციებში ნუ დავტკბებით დავტკბეთ რეალობაში. ასევე პორტრეტებით ნუ დავტკბებით, რომლებსაც ფანტაზიის, საკუთარი განუხორციელებელი სურვილების და მოჩვენებითი ცოდვების საშუალებით ვახატავთ სხვებს. დავინახოთ რეალობა! მისი დანახვა კი მხოლოდ საქმიდან გამომდინარე შეიძლება. საქმიდან დ არა ჭორაობიდან. მსჯელობიდან და არა ლაქლაქიდან! ანუ ისეთი სიტყვების ნაკადიდან რომელიც მადლიანი საქმისაკენ გიბიძგებს და არა იმისაკენ, რომ ცუდი აკეთო. ანუ იყო უმოქმედოდ და ეს აბრალო სხვას, რომელსაც ვითომ ნიღაბი აქვს აფარებული, ნიღაბი რომელიც ჩვენ ავიფარეთ და არა მას აქვს. რეალობა ძალიან სასარგებლოა. რეალობა არ გაძლევს დაბოღმის და გაბოროტების საშუალებას, რეალობა სახეზე ღიმილს მოგგვრის და კეთილი საქმის კეთებისაკენ გიბიძგებს. დავინახოთ საკუთარ თვალში დირე და სხვის თვალში ნუ ვეძებთ ჩხირს (თუმცა ეს უფრო ჭკვიანური გგვგონია - ასეა, ნიღაბი ადვილი მისაწებებელია. ძალიან ადვილი) მოგვეცა რეალობის ტკბობის და კეთილი საქმის (არაა საჭირო სხვისთვის, საკუთარი თავისთვისაც თუ რეალურად აკეთებ, სხვისთვის გაკეთებული გამოდის) კეთების მადლი!... (ციტატა ინტერნეტიდან) დრო - პიკის საათის დრო, ანუ დრო როცა ტელევიზორს მთელი ოჯახი (უფროსებიც და ბავშვებიც) უყურებს. მაყურებელი – 8-წლიდან 80-წლამდე. ადგილი - “რეიტინგული” ტელევიზია და პოპულარული გადაცემის სტუდია. გავრცელების არეალი - მთლიანი საქართველო და უცხოეთის ქვეყნები. მონაწილეები – სამი სიმპატიური და ცნობილი წამყვანი (ქალები 25-იდან 45-წლამდე) და სტუმარი 60 გადაცილებული, თავისი ეპატაჟურობით ცნობილი პიროვნება - კაცი... და 50-მდე სტატისტი (17-იდან 25 წლამდე გოგო-ბიჭები, ძირითადად სტუდენტები). სტუმარი – შენი დედა (წამყვანს), რომელ ანსამბლშიც ცეკვავდა, ხომ იცი... ჰოდა დედაშენი ჩემი საყვარელი იყო და როგორც ყველამ იცის შენ ჩემი შვილი ხარ... (სიცილი და ტაში სტუდიაში) წამყვანი – საიდან ვარ მე შენი შვილი, მე რომ გავჩნდი შენ მერე იყავი დედაჩემის საყვარელი... (ლაპარაკია დაქვრივებულ ადმიანზე, რომელიც მეუღლე იყო ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ცნობილი და პატივსაცემი პირვნებისა) (სიცილი და ტაში სტუდიაში) II წამყვანი – (იცინის) რა ხდება? სრიალის ამბებია? (სიცილი და ტაში სტუდიაში) სტუმარი – ამას დედა ყავდა?! თვითონ, ხომ ადრე შვლის ნუკრს გავდა?! წამყვანი – (ცოტა დაბნეული, მაგრამ მხიარული) “შვლის ნუკრის ნაამბობი” ვიყავი.. (სიცილი სტუდიაში) სტუმარი – მაგრამ დედამისი იყოოო... (სიცილი და მქუხარე ტაში სტუდიაში) ?!... ...მოდით ბევრს არ მივედ-მოვედები და რაკი ყველაფერი თვალშისაცემი დღეს-დღეობით ჩვენთან შემოდის ევროპიდან-დასავლეთიდან, სწორედ ევროპიდან დავიწყოთ... სიტყვა “კლოუნი” ევროპაში მე-16 საუკუნეში წარმოიშვა. დასაწყისში, ის იყო ნიღაბი სოფლელი, “გაუთლელი” კაცისა რომელსაც ყველა დასცინოდა. Aაქედან გამომდინარე მის ირგვლივ არსებული ხუმრობებიც გაჟღენთილი იყო საკმაოდ უხეში ხუმრობებით. გავიდა დრო და “კლოუნი” შეცვალა შედარებით “ზრდილობიანმა და ინტელექტუალურად დახვეწილმა” – მასხარამ, რომლის მოქმედების არეალმა სოფლის “ბირჟიდან” გადაინაცვლა უფრო კომფორტაბელურ და გავლენიან სივრცეში. მასხარა – ევროპაში ეს იყო პიროვნება მონარქის, ან გავლენიანი არისტოკრატის კარზე, რომლის მოვალეობაც იყო გაერთო მისი პატრონი, ოჯახის წევრები და სტუმრები. (თუმცა ისტორიულად მასხარა არსებობდა დიდ ხნის წინაც, მაგალითად უფროსი პლოტინი, სამეფო ელინური მეფის პტოლომეი I კარზე მასხარას (პლანუს რეგიუს) თანამდებობის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა “მასხარა” მაინც ევროპული შუასაუკუნეებთან ასოცირდება მაინც.) მასხარა – ითვლება და ითვლებოდა მისი პატრონის სიმბოლურ ტყუპისცალად, ამიტომ მასხარას უფრო მეტი უფლება ჰქონდა ვიდრე ვინმე სხვას. ხშირად ისინი ასრულებდნენ, პრივილეგირებული კლასისათვის, მთავარ სოციალურ და პოლიტიკურ როლს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ან არ არსებობის პირობებში, როცა შეუძლებელი ხდება მთავარის (პირველის) კრიტიკა, ან როცა პირიველს (მთავარს) არ ჰქონდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო გავლენიანი ქვეშემრდომების კრიტიკის საშუალება ამისათვის გამოიყენებოდა მასხარა და მისი ნიჭი პრობლემის ვიზუალირებისა. მასხარის “მანჭვა-გრეხისა” და “ქილიკის” საშუალებით გავლენიანი ძალაუფალნი აგებინებდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია საზოგადოებას, თავის თამამ და სარისკო პრეტენზიებს, სამომავლო გეგმებს და შეხედულებებს. მაინც რა ხდება მასმედიაში?.. მოდით ტელეკომპანია "ი...ი" გადავაკეთოთ "უიმედობა"-დ ან უკეთეს შემთხვევაში "ნეკროლოგების არხად", ეგენი მაგის გარდა ახალ ამბებში მაინც არაფერს გადმოსცემენ და ყველაზე მეტ დროს საინფორმაციოებში მხოლოდ ასეთ უხვ სიკვდილიანობას-ეპიდემიობას-წარღვნობას-ვაის და ვუის ამსახველ სიუჟეტებს უთმობენ! "ქ....იკას" კი დავარქვათ - მთავარი საინფორმაციო "სამძიმარი"! ვაი-ვუი-ვაი-ვუი-ვაი-ვუი და იფ-იფ(როცა რაიმე სიუჟეტი, ისიც იშვიათად სახელმწიფო საქმიანობას ეხება)- აი, მთელი შინაარსი ტვ-"უბედურების"! მიმოიხედავ და რას ამჩნევ? ტელეკომპანია რ....ი 2 –იც ასე არ არის? ტელეკომპანია მ...როც კი საინფორმაციო სიუჟეტების უმეტეს ნაწილს ამას უთმობს?! რატომ? მათი უპირველესი ამოცანაა ხალხის დაზაფვრა? "11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთი სისხლიანი ადამიანი თუ გამოჩნდა სი–ენ–ენზე ან სხვა საერთაშორისო საინფორმაციო გამოშვებებში. მკვლელობები და ვანდალიზმი ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ არავინ არ აჩვენებს მიცვალებულს და ჟურნალისტი ჭირისუფალს არ აწუხებს შეკითხვებით." (რეპლიკა) ამ გა-ნათლებელ გოგო–ბიჭებს ეს ჟურნალისტობა ჰგონიათ? (კრიმინალზე სიუჟეტების კეთება უფრო ადვილია, თუკი იმას რასაც ისინი აკეთებენ საერთოდ ქვია სიუჟეტი. ეს კი იმის ბრალია, რომ თემებს ვერ ხედავენ, ან არ ჰყავთ ტელევიზიაში ისეთი ხალხი, რომლებიც ასეთ თემებს გააშუქებენ და ამიტომ ხელწერა გაიწაფეს მხოლოდ სისასტიკეზე და სენტიმენტალობაზე. კლასიკური ქართული ტელესიუჟეტის შაბლონი: 1) კადრშია მოქმედების ადგილი, კადრს იქიდან ისმის "ჟურნალისტის" ხმა: -აი, ის ადგილი სადაც მოისაქმა ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების აზრი შეიცვალა (და ასე შემდეგ...) 2)კადრშია ჟურნალისტი, რომლის უკან არის ძემოთხსენებული მოქმედების ადგილი და მოსაქმებულის მსხვილი ხედები, ჟურნალისტი: - თქვენ იცნობთ ძაღლს. თუ არა, ჩვენი გადაცემიდან მაინც გაგიგიათ მის შესახებ. ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების აზრი შეიცვალა. აი, ის ადგილი სადაც მოისაქმა ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების აზრი შეიცვალა (და ასე შემდეგ, ანუ იგივე რაც 1 სინქრონში...) 3) კადრშია აღშფოთებული პიროვნება, რომელსაც უშაოლო კავშირი აქვს ამ ფაქტთან, ის ამობს : - ამას არ მოველოდი, მაგრამ აი, ის ადგილი სადაც მოისაქმა ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების და ჩემი აზრი შეიცვალა (და ასე შემდეგ, ანუ იგივე რაც 1 და 2-ე სინქრონში...) 4) მოლაპარაკე ძაღლია კადრში : დიახ, მე ვქენი ეს. აი, ის ადგილი სადაც მოვისაქმე მე ოთხფეხა არსებამ, რომელსაც მეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ჩემს მიმართ ქართველების აზრი შეიცვლება. ვწუხვარ, მაგრამ ასეა (და ასე შემდეგ , ანუ იგივე რაც 1,2 და 3-ე სინქრონში...) 5) ვინმე ჭკუის-კოლოფა, ის ამბობს: - ყველა ძაღლს აქვს უფლება მოისაქმოს. მაგრამ აი, ის ადგილი სადაც მოისაქმა ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების აზრი შეიცვალა და ეს ძალიან მოძველებული და არაკომპეტენტურია, თუმცა რეალურია (და ასე შემდეგ, ანუ იგივე რაც 1,2,3, და 4-ე სინქრონში...) 6) ისევ "ჟურნალისტი" :- დიახ, როგორც ხედავთ საზოგადოება საქმის კურსშია(?!) და აი, ის ადგილი სადაც მოისაქმა ოთხფეხა არსებამ, რომელსაც ეწოდება ძაღლი, თუმცა ამ საქციელის მერე ქართველების აზრი შეიცვალა (და ასე შემდეგ ანუ იგივე რაც 1,2,3,4 და 5-ე სინქრონში...) გმადლობთ ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე. ახალი არაფერი! არც დასკვნა, არც პოზიცია, არც ახალი რაიმე... ესაა ტელე ჟურნალისტიკა, საღეჟი რეზინის აზროვნებით, ახალი არაფერი, იგივე, ოღონდ სხვა ხმით.... ეს ყველაფერი არ წყდება? (ხანდახან ისეთი შეგრძნება იბადება მაყურებელში ,თითქოს ტელევიზიის რედაქტორები ყოველდღიურად ლოცულობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი კაცი მოკვდეს, მოკლას, თავი მოიკლას ან მოხვდეს ავარიაში და ვვვვაააააშშშშააააა! სატელევიზიო საინფორმაციო ეთერი შევსებულია, იაფფასიანი ბრტყელი(აზრობრივად) ვითომ-სიუჟეტებით დანაშაულის, ტრაგედიის, უბედური შემთხვევის ადგილიდან) არ დამავიწყდება ჩემს ახლობლებთან საუბარი საზღვარგარეთ, ანუ იქ სადაც ნორმალური ტელევიზიებია, რომლებშიც ნორმალური განათლებულ-გათვითცნობიერებული ჟურნალისტები მუშაობენ: "-მართალია, რომ ხანძარმა ნახევარი ქალაქი პანიკაში ჩააგდო და თქვენთან ძარცვები დაიწყო? -სად ჩვენთან? - ნ------ში? -ვინ მოგიყვა ეგ სისულელე? - ტელევიზიით გადმოსცეს! ჩვენთან ამის შესახებ ყოველ არხზე მთელი დღეა ლაპარაკობენ! -ჰა-ჰა-ჰა! მაგრა გიჭირთ როგორც ჩანს! აქ ხანძრის შესახებ ერთხელ გადმოსცეს და ისიც გაკვრით! არც არაფერი მომხდარა და იმედია არც მოხდება! -იმედია! " იმედიააააააა.... ტელევიზია- ეს არის ინფორმაციის მომწოდებელი დაწესებულება, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში 70-80% უკავიადა ის უნდა ეხმაარებოდეს მოქალაქეს იცხოვროს ნორმალურად და ადეკვატურად აღიქვას მოვლენები, თემები და სიტუაციები, რომელიც მისი ოჯახის გარეთ ხდება, მხოლოდ ასეთ ვითარებაში ქვია მას სინფორმაციო ტელევიზია. ის კი რას გადმოსცემს? სირცხვილი არ არის? - არის! არის! ნამდვილად არის! მათ კი, ხელს უწყობენ რადგან ამ არხებს ეტყობა სულ სხვა დავალება აქვთ მიღებული? ყურადღება უნდა მივაქციო იმას, რომ საონფორმაციო გადაცემების ბლოკები აწყობილია ისე, რომ საზოგადოებას ელდა ეცეს და არა ისე, რომ მან ინფორმაციია მიიღოს და წამყვანებთან ერთად შეძლოს მისი გაანალიზება და შემდგომ ნორმალურად ცხოვრების გაგრძელება! ტელევიზია მინდა ვთქვა არ შექმნილა იმისათვის, რომ მაყურებელი დაზაფროს, რაზეც აქვთ აქცენტი ჩვენი ტელეეთერის საინფორმაციოს რედაქტორებეს! არამედ მისი ფუნქციაა სხვადასხვა დოზით დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიაწოდოს ინფორმაცია და ანალიზის პირველადი მიმართულება დაუსახოს მაყურებელს, ანუ იმათ ვინც საზოგადოებრივ ატმოსფეროს ქმნის - მუშაობს, მკურნალობს, ემსახურება, იცავს, ართობს, ამოწმებს, ახარებს, ასწავლის, სწავლოვს, იკურნება... ესენი კი მთავარ საინფორმაციო გადაცემას რამდენი ბლოკიც არ უნდა იყოს მასში აუცილებლად იწყებენ და ამთავრებენ უბედურებით! თითქოს მათი უპირველესი ამოცანაა ხალხის "დაშოკვა"! ალბათ იმიტომ, რომ "დაშოკილი" ხალხი უფრო ადვილად იქცევა ბრბოდ? საოცარია დილის "იმედის" პოლიტიკა?! მისი საინფორმაციო გასართობი(?!) ბლოკიც აუცილებლად იწყება სუიციდით(?!) ასეთ .... სიუჟეტური წყობას კადაფის ტელევიზიაც კი არ აკეთებს. ამათ რაღა მოუვიდათ, რატომ იმძიმებენ სულს? ტელევიზია (მის მიერ მოწოდებული პროდუქტი) არ მოქმედებს მხოლოდ ცნობიერ სამყაროზე, ის ზემოქმედებს ქვეცნობიერზეც, და ქმნისს "ადამიანის მოქმედების სტრუქტურას", რომლის დროსაც ცნობიერად და ქვეცნობიერად მიღებული ინფორმაციის საშულებით ადამიანი ცდილობს გადალახოს-დაძლიოს-გადაწყვიტოს პრობლემები. "ადამიანის მოქმედების სტრუქტურა" კი ყალიბდება, მიღებული რეალური ინფორმაციებით და მოდელირებული ფორმებით (სერიალებით, საინფორმაციო ანალიტიკური ბლოკებით და სხვა..). - ჩვენ კი რას ვღებულობთ ქართული ტელევიზიის შემხედვარე? პრობლემები გადაწყდება -1) თუ თავს მოიკლავ!, 2) თუ ვინმეს მოკლავ; 3) თუ აიძულებ ვინმეს მოკლას პრობლემის შემქმნელი! ახლა თითქოს ძალიან ვაშავებ სიტუაციას, მაგრამ რეალურადაა ასე. ადრე აქცეტი კეთდებოდა წამალზეც, საბედნიეროდ სახელმწიფო პოლიტიკა "წამლის" მიმართ შეიცვალა... -" ასე ადამიანი ნელ-ნელა კარგავს სიცოცხლის მშვენიერების შეგრძნებას, მის ფასს და სიყვარულს და სიცოცხლემოძლებული ადამიანი ჯერ ამებას ემსგავსება, უჭკუოს, უნერვოს და უგრძნობს, მაგრამ დიდი შანსია დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადოს, უზომოდ გაიზარდოს, გასივდეს, სიძულვილით გაიჟღინთოს, აგრესია მოემატოს და ასევე უნერვო და უჭკუო, მაგრამ უკიდურესად დაუნდობელ და სისხლისმსმელ ორგანიზმად გარდაიქმნას, ამას არ ფიქრობენ რატომღაც, თხილისხელა ტვინის ბრალია ალბათ (რეპლიკა ინტერნეტიდან)". ეს ყველაფერი ყველა ტელევიზიას ეხება და გამონაკლისი სამწუხაროდ არ არის. ინფორმაცია ყველა ქართულ არხზე ყველას კრიმინალური ქრონიკა ჰგონია! არა და ამისათვის არსებობს სპეციალური ფორმატი, ის არაფრით არ შეიძლება შედიოდეს 80%-70%-50% და თუნდაც 20% სახელმწიფო მასშტაბის ინფორმაციების ბლოკში და თანაც მეორდებოდეს ყოველ ჯერზე... ბიძია-ბაბუებო და დეიდა-მამიდებო კრიმინალურ ამბებისათვის არსებობს სპეციალური დრო და ერთჯერადი გადაცემა და ერთჯერადი ინფორმაცია (ეს არ ეხება სახელმწიფო ღალატს და პოლიტიკურ კრიმინალს)! აქცენტი ტელეკომპანია "ი...დზე" იმიტომ გავაკეთე, რომ მას -იმედი-ჰქვია, თორემ საქართველოში თითქმის ყველა ტელევიზია "ნეკროლოგურ-კრიმინალურ" აზროვნებაზეა გადასული, ალბათ იმიტომაცაა მის ფონზე იდიოტური სერიალები და არანაკლებ იდიოტური ფილმები, გადაცემებზე რომ არაფერი ვთქვათ ასეთი პოპულარული. თან უბედურება იმაშია, რომ მაყურებლის ცნობიერებაში სიტყვა-"იმედი" ნელ-ნელა ილექება, როგორც უიმედობა, გამოსავლის არქონა და თვითმკვლელობის, ან ვინმეს მკვლელობის განხორციელების სურვილი. ამით რისი მიღწევა უნდა ტელევიზიის "რედკოლეგიას"ვერ ვხვდები... ციხეები ისედაც სავსეა... ისე მეორე მსოფლიო ომის დროს, დეზინფორმატორები ამის მეტს კი არაფერს აკეთებდნენ - საზოგადოების დეზორიენტაცია, უიმედობის, სისასტიკის და კრიმინალურისკენ აქცენტირება - ამის გულისთვის ომის დროს ხვრეტდნენ, ჩვენთან კი... მადლობებს და საკმაოდ დიდ ჰონორარებს უხდიან! მინდა დავამთავრო ეს ჩემი ოდნავ გრძელი რეპლიკა დღევანდელი ერთ-ერთი საინფორმაციო გამოშვების შინაარსით: :-გამარჯობათ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება -- სიუჟეტები- საზღვარგარეთის ამბები:-ვუუუუიიიი!(კრიმინალი) ოოოოიიიიი! (კრიმინალი) ვაი- (კრიმინალი) ვუი- (კრიმინალი) ვაი- (კრიმინალი) ვუი! ჩვენი ამბები - ვაი (კრიმინალი) -ვუი (კრიმინალი) , ვუუუუუუუიიი (კრიმინალი-ავტოკატასტროფა) -იფ-იფ(მოკლე კულტურული ამბები).! შერეული ამბები, ანუ ჩვენიც და ახლო მეზობლებისა - ეგენი აფრენენ და ამიტომ ვია და ვუი... : უხ (ნი...მ იმღერა)-ვაი (კრიმინალი) -ვაი (კრიმინალი-ავტოკატასტროფა) -იფ(რთველი ახლოსაა, მაგრამ...)-ვუუუუუიიიი (კრიმინალი-ავტოკატასტროფა) ! სამთავრობო ამბები - წმინდაო... ნათელო ...., იმედის მიმცემო... უჭკვიანესო..., უკეთილესო..., მეტო და მზეზე მეტო... ამით ვართ ბედნიერნი. გმადლობთ ყურადღებისათვის, მშვიდობიან დღეს გისურვებთ! (ასეთი საინფორმაციო ჩხავილის მერე განსაკუთრებით?!), მომავალ შეხვედრამდე. თქვე... ნაკლებად გათვითცნობიერებულებო საქართველოში, "ნი..მ იმღერას“ და კრიმინალის მეტი არაფერი ხდებაააა????... დრო - პიკის საათის დრო, ანუ დრო როცა ტელევიზორს მთელი ოჯახი (უფროსებიც და ბავშვებიც) უყურებს. მაყურებელი – 8-წლიდან 80-წლამდე. ადგილი - “რეიტინგული” ტელევიზია და პოპულარული გადაცემის სტუდია. მონაწილეები – ცნობილი წამყვანი ( მამაკაცი 35-იდან 40-წლამდე) და სტუმარი 60 გადაცილებული, თავისი ეპატაჟურობით ცნობილი პიროვნება - მამაკაცი... და 50-მდე სტატისტი (გოგო-ბიჭები 17-25 წლამდე, ძირითადად სტუდენტები). გავრცელების არეალი - მთლიანი საქართველო და უცხოეთის ქვეყნები. წამყვანი - ამ წიგნის სანაცვლოდ რაღაც უნდა გაჩუქო? სტუმარი – რა გაქვს, რომ მაჩუქო... წამყვანი - რაღაც უნდა გაჩუქო? სტუმარი – ფულს შენ ვერ მაჩუქებს და სხვა რა უნდა მაჩუქო? წამყვანი - რაღაც უნდა გაჩუქო სტუმარი –ოცდახუთი სანტიმეტრი შენ არა გაქვს, რომ მაჩუქო... არა გაქვს და ვერვ მაჩუქებ! (ისტერიული სიცილი და მქუხარე ტაში სტუდიაში) წამყვანი – (ხარხარებს) იიიიიიიიიიიიიაააააააააააააააააააააა.... სტუმარი – (ხარხარებს) ხახ-ხახ-ხახ-ხახ-ხახ... წამყვანი - (იფხანს თავს) იააააააააა, და რა იცი, რომ არა მაქვს? სტუმარი – (ხარხარებს) მე მაქვს! ხახ-ხახ-ხახ! (იფხანს ცხვირს) ოცდახუთი სასასასსსსს... (ისტერიული სიცილი და მქუხარე ტაში, ფეხების ბაკუნი სტუდიაში)... დრო - პიკის საათის დრო, ანუ დრო როცა ტელევიზორს მთელი ოჯახი (უფროსებიც და ბავშვებიც) უყურებს. მაყურებელი – 8-წლიდან 80-წლამდე. ადგილი - “რეიტინგული” ტელევიზია და პოპულარული გადაცემის სტუდია. მონაწილეები – ცნობილი წამყვანი ( მამაკაცი 35-იდან 40-წლამდე) და სტუმარი 60 გადაცილებული, თავისი ეპატაჟურობით ცნობილი პიროვნება - მამაკაცი... და 50-მდე სტატისტი (გოგო-ბიჭები 17-25 წლამდე, ძირითადად სტუდენტები). გავრცელების არეალი - მთლიანი საქართველო და უცხოეთის ქვეყნები. ... აი თურმე რა ყოფილა საჭირო პოპულარობისათვის და შესაბამისად ძალაუფლების მოსაპოვებლად - კლოუნადა... აი ინტერნეტ მასხარობის, ანუ შედარებით საღ-სალამათი მაგალითი - ანუ სასაცილო - Qui pro qui - ამბობთ ერთს და ვგულისხმობთ სხვას... ადამიანებო იყავით ფხიზლად. თხას ან თხებს თუ თავის დროზე, ანუ "ბოვშობაშივე" არ ეტყვი რომ თხაა და არ აუხსნი როგორ უნდა მოქცეს, რას უნდა განიცდიდეს, როგორ უნდა იაზროვნოს და როგორ უნდა ილაპარაკოს ადამიანად ჩამოყალიბების გზაზე..." მაშინ მას ან მათ აუცილებლად გაუჩნდება პრეზიდენტობის პრეტენზია, რადგან ის თავიდანვე განსხვავდება ნორმალური ადამიანებისაგან - აზროვნებით, ქცევით და ფარული ზრახვებით და ამიტომ ამას ის პრივილეგიად, "ღვთისბოძებულ" ნიჭად და სიბრძნედ მიიჩნევს! მეე! მეეე! მეეეე!- როგორც კი ამას გაიგონებთ (მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხრიდან) ჰომოსაპიენსებო, გაიხსენეთ ეს სიტყვები და... Qui pro qui! გვახსოვდეს ოტია იოსელიანის სიტყვები - "ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"! რომელიც უპრიანი იქნება გადავაკეთოთ შეკითხვად - ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება? და ძალიან არ მინდა, რომ მისი პასუხი იყოს ბრძენი ოტიას იგივე სიტყვები... P.S. და კიდევ გავიმეორებ - მასხარა, ესაა კლოუნის უკეთესი ვარიანტი, რომელიც თავისი პატრონის ორეულია და მის საშიშ აზრებს, მიზნებს და დამოკიდებულებებს გადმოსცემს მანჭვა-გრეხის ფორმით. ადრე მასხარის ფუნქციას ასრულებდა ერთი, მაქსიმუმ სამი პიროვნება, დღეს მის ფუნქციას ასრულებს 10 000-მდე (თუ მეტი არა) პიროვნება. ისინი, განსაკუთებით კი ჩვენი მასხარები (ილიას კომპლექსითა და ამპარტავნებით შეპყრობილი პიროვნებები) სხვადახვა ფორმით და სხვადასხვა დროს „ავრცელებენ იდეებს, და დასცინიან მანკიერებით და გონებაჩლუნგობით დამძიმებულ საზოგადოებას“, მაგრამ ვინ არიან თვითონ და ხვალ რა იქნება, როცა ეს მათი პატრონის მიერ „დათესილ-ჩათესილი“ გაიზრდება ნაყოფის გამობმას დაიწყებს? ვიტყვი „თეატრალურად“, მაგრამ ვიქნები გულწრფელი: „ ღმერთო არ მინდა ვიყო დაწყევლილი, და ისე ნუ ვიცხოვრებთ, რომ უიშვიათეს შემთხვევაში საკუთარ თავს, ძირითადად კი საკუთარ ხალხს დავცინოდეთ!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი