ფერიცვალობა


მაგრა ცხელა რა... სიგრილიდან რო დაბრუნდები ზაფხულის ბოლო პერიოდში ცხელ ქალაქში რაღაც შეცვლილივით გხვდებასავით. თან დღეს ფერიცვალობაა გილოცავ, სიკეთისკენ გვეცვალოს ფერი. ხოდა, შეცვლილივით არი ხოლმე ყველაფერი რა. ყოველ წელს ეგრეა, ბავშვობაში უფრო ვამუღამებდი რო ჩამოვიდოდი სოფლიდან. ეხლაც ჩამოვედი, ღამე იყო, ეზოში არავინ დამხვდა და მეუცნაურა რა,  გარაჟის საძმოს წარმომადგენლებიც ალბათ სოფლებში არიან. დავწექი და ეგრევე დამეძინა, ეგეთები არ მიჭირს კი იცი. დილას გავიღვიძე, შევედი დასაბანად, სარკეში ჩავიხედე და ტყიურს ვგავდი, ბებიაჩემი თურმე ტყუილს არ მეუბნებოდა. მომნატრებია ნორმალურ აბანოში ბანაობა, წვერიც შევისწორე, ცოტა დავემსგავსე ადამიანს. პირსახოცის გასაფენად აივანზე გამოვედი, ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო ჩიტების ჭიკჭიკიც კი ისმოდა, უბანში ვაფშე მანქანა არ იდგა. ბოლო ორ კვირაში ისე მივეჩვიე ჩუსტებით და შორტებით სიარულს ძლივს ჩავიცვი ჯინსი და ფეხსაცმელი. წონაშიც მომიმატია, ხათრით შევიკარი შარვლის ღილი. სადღაც მიგდებული საშვი მოვძებნე და სამსახურში წავედი. რაღაცნაირი ცივი დილა იყო, არაზფხულური. მოღრუბლული, უფრო შემოდგომის დილას წააგავდა, ცოტას რო წაგკბენს სიგრილე სასიამოვნოდ და სიარულის დროს რო არ გცხელა. საკაიფო ამინდი იყო რა ხოშიანი. დილაა ვინ გინდა რო ქუჩაში დაინახო, კაციშვილი არაა. ლეღვი მაგრად მევასება ხოდა ვხედავ ლეღვის ხის ქვეშ მანქანის გასრესილი მწიფე ლეღვები ყრია. გამიტყდა გამახსენდა რო წელს ლეღვი არ მიჭამია ვაფშე, არადა წინა სამსახურში სულ ლეღვის ხეზე ვიჯექი ამ დროს. ხოდა რას გიყვებოდი, ბავშვობიდან დამუღამებული მაქ ეს პერიოდი რა გარემოს რო შეიცვლი და ნაცნობ ადგილს დაუბრუნდები ცოტა სხვა სიტუაცია რო გხვდება და ხვდები რო რაღაც ახალი უნდა დაიწყოს შენს ცხოვრებაში. ჩამოვიდოდი სოფლიდან, წამიყვანდნენ ჩემები ლილოში სკოლის შმოტკები რო მეყიდა. მეზიზღებოდა ლილო, უამრავი ხალხით გადაჭედილი ბაზარი, უამრავი რიგი და დახლი, მარა თითქმის ყველას ერთნაირი ტავარი ქონდა. ერთადერთი რისი მუღამიც იქ მქონდა პატარა ბუტკაში შემწვარი მწვადი იყო, რასაც არასდროს მაჭმევდნენ ჩემები არ მოგწამლოსო. უამრავი საათის სიარულის შემდეგ ხაჭაპურს და ლიმონათს დავათოხლავებდი, და ჰაიდა სახლში. მერე წავიდოდი სკოლაში, ყველას ერთანირი ტანსაცმელი გვეცვა თითქმის, ერთნაირი რვეულ ფანქრები გვქონდა, ეხლა როა ნაირნაირები მაშინ სად იყო ეგრე ბლომად. 1 კვირა სიახლის სუნი იყო ხოლმე სკოლაში, ტანსაცმელი, წიგნები და რამეები, ყოველ წელს ერთი და იგივე იყო მარა მაინც რაღაც ახალი იწყებოდა რა. ეხლაც ამ ლეღვის ხეს რო გავცდი რაღაცნაირი ჰაერი შევისუნთქე, აი ნაცნობი მარტო ამ დროს რო იცის ხოლმე სიახლის მომასწავლებელი. ეზო გადავჭერი და პირველი სართულის აივანზე კუბოკრული შორტით რათქმაუნდა ტანს ზემოთ შიშველი ღიპიანი ბიძა იდგა. წვერი წინა დღის გაპარსული, თმა მარტო გვერდებზე ქონდა, შუბლი და თავი ერთიანად უპრიალებდა. ესეც ჩემი სიახლის დასაწყისის მეკვლე, უკეთესს ვერც რო ინატრებ, სვეჟია რა. გავაგრძელე გზა და ზებრაზე მოხუცმა ხელჯოხიანმა კაცმა გადამასწრო, სწრაფი ნაბიჯით რათქმაუნდა, დარბაისლურად. მეკიდე როცა მეჩქარება ქაჯივით სირბილი ვიცი. მაღაზიაში შევედი, ბანძობაა ეს მაგნიტი რა, მე რო კევი მევასება მწვანე დიროლი ეგ არასდროს აქვთ და ვიყიდე ისევ შავი, იმიტო რო ტკბილ კევებს ვერ ვღეჭავ. ჩემი სიახლეები მანდ მორჩა. გამოვედი წავედი ისევ ავტობუსთან, დავჯექი ისევ იმ ადგილზე სადაც სულ ვჯდები და თურმე გზა ისევ არ დაუგიათ, ისევ ჯანჯღარი მომიწია. დანარჩენი რაც იყო რუტინაა რა. სამსახური, თანამშრომლები, იმათი ყავის სმა, ჩემი სიმშვიდე ბანძი ლეპტოპის გაჭედვების ფონზე და უკან წამოსვლა. დღეს ისევ დაცხა და ისევ იგივე რუტინა იყო. მარა ვგრძნობ რა რო რაღაც ახალი იწყება, თან დღეს ფერიცვალობაა სიკეთისკენ უნდა ვიცვალოთ ფერი ხო გითხარი, ბედობის და ფერიცვალობის ყოველთვის მჯეროდა. ტანსაცმელი ისევ საყიდელი მაქვს. ალბათ ლილომ კომპლექსი დამიტოვა, მინიმუმ 10 წელია იქ არ ვყოფილვარ მარა ყველაზე მეტად ტანსაცმლის ყიდვა მეზიზღება, ლიჟბი რამე მომერგოს პირველივე მაღაზიაში და ეგაა რა. მაინც მომიწევს წასვლა, მოშვებული შარვალი როგორც სკინი ჯინსი დაახლოებით ისე მაცვია. თან მიგრძნობს გული რაღაც ახალს და ძველი ზმანებით ხო არ შევხვდები, არ ვარგაო თურმე ცრურწმენაა რაღაცა ეგეთი. ხო მართლა როგორც იუბილარის სადღეგრძელო ისმევა სამჯერ, მეც მესამედ გილოცავ ფერიცვალობას, სიკეთისკენ გვეცვალოს ფერი.



                                                                                                                                            19.08.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი