მარიამობა
აგვისტო ხო იცი ქალაქში რანაირი თვეა, არ ასწორებს რა. სახლშიც მარტო ვარ, ჩემები სოფელში არიან. ჩემი ძაღლი დამავიწყდა, ისიც აქაა. ღამე მაღვიძებს ხოლმე, მოვა დინგს მომადებს და მიყურებს. მაგ დროს 2 ვარიანტია, რო გამაღვიძებს თუ კარებისკენ წავიდა ესეიგი ტვალეტი უნდა რა, თუ დაჯდა და ენა გადმოაგდო ესეიგი დაცხა და კონდენციონერი უნდა ჩაურთო. ასწორებს რო მაღვიძებს, მაგ მუღამში სამსახურშიც აღარ ვაგვიანებ. დღეს ჩემები ჩამოდიან სოფლიდან, სახლი მოპარიატკებული მაქ და არ მეშინია. ხვალ მე ვაპირებ წასვლას სამსახურის მერე, ზეგ მარიამობაა და მთელი ჩემი სამეგბრო იქ ვიკრიბებით. კაროჩე წავედი სამსახურში, ავტობუსამდე ჩემმა ძაღლმა მიმაცილა როგორც იცის ხოლმე. სამსახურში ყველას ვუთხარი რო ხვალ უნდა მოვიხიო და 1 კვირა ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ. ამ ეიფორიაში ვარ და ჩემმა თანამშრომელმა გამიძრო მე დღეს მივდივარ და ძმურად მარტო ნუ გამიშვებ წამომყევი შენ უფროსთან მე მოვაგვარებ ხვალინდელ დღესო. მეთქი ხარაშო დავით წავედით. სამსახურის მერე სახლში გამატარა, ჩემები უკვე ჩამოსულები იყვნენ, უცებ სიტყვა გავუცვალე, ჩანთა დავითრიე ჩავყარე ზმანები, ძაღლიც მივჩქმიტე და გავვარდი რა. ახალგაზრდებისთვის არც მითქვია რო მივდივარ, ხვალე მელოდებიან ჩემ ბიჭებთან ერთად. ჩავედით და ჩემმა ნაპარნიკმა ბავშვი არ მინახია ორი კვირაა ვერ გავჩერდებიო, დავემშვიდობე და გავიშალეთ. ჩემი სახლის გვერდით ეზოში დიდი გნიასია, ჩვენები ვინც ჩამოსულია ყველა აქაა. სახლში არც შევსულვარ პირდაპირ იქ შევაჭერი. ახლობელი რო სვაბოდაზე უთქმელად გამოდის ზუსტად ისე დამხვდნენ, გახარებულები. რო მოვისიყვარულე შევედი მერე სახლში, ბებია და ბაბუა დამხვდნენ გაშლილ სუფრასთან. სამ-სამი ჭიქა ვუთაქეთ მე და ბაბუამ და ისევ გარეთ გამოვედი. აქაური სუნი ვაფშე სხვაა, კაცს რო ნაკელის სუნი გაგისწორდება, მარა რას იზავ ბავშვობას თუ გახსენებს. აქ წყარო გვაქ, ჩვენ უბანს მაგ წყაროს სახელით იცნობენ ჩვენც ეგრე გვიცნობენ. მანდ ერთი ჭიქა დევს რავი რა მეტალია არ ვიცი ნაღდად, რაც მე თავი მახსოვს მანდ გდია. ტრადიციულად გავავსე, დავლიე და მივედი ისევ ჩემს კამპანიასთან. ამათთან რო ვარ და თან აქ რო ვარ ვაფშე არ მახსენდება სხვა რამეები. მეორე დღეა და ვიღვიძებ, საბანი მაფარია აქ ასწორებს საბანი, სუსხია დილას. ამ ღამეს მარიამობაა და ხალხს ველოდებით, სამახურების მერე კიდე 4 მანქანა უნდა ჩამოვიდეს. ოთახიდან გამოვედი და ბებიაჩემს ბაბუაჩემი ყავს მაღაზიაში გაგზავნილი, თან მიტყდება მე რო არ გამიშვა და თან მისწორდება, ასეთ სიყვარულს სხვაგან სად იგრძნობ. დილიდან მიდის სამზადისი, რაიონში ჩავირბინეთ ღვინო ვიყიდეთ, სამწვადე, პროდუქტები. რაც დაგვავიწყდა და მერე გაგვახსენდა ჩამომსვლელებს დავაბარეთ. ღამე შევიკრიბეთ სოფლის ცენტრში და გავეშვით ტყეში იქ დიდი საკაიფო ბესეტკა დგას ისეთი რო ყველა დავეტევით. სამწვადე მოვხოდეთ, სალათა რამე, ნელ-ნელა იშლება სუფრა და თან ხალხიც გვემატება. აი პატარა ბავშვს რო უხარია ახალი წელი ისე ვარ ზუსტად, ოცდაათ კაცზე მეტი ვართ და მიდის გუგუნი, თამადა იასნად მე ვარ. ეგოისტი ვარ ეგეთ რამეებში, მინდა რომ ყველას ერთიანად მოვეფერო, ყველასთან სათითაო მოგონება გავიხსენო და ნუ კაროჩე ჩემი გრძნობები გამოვხატო რა, კი იცი შენ მიჭირს ზოგადად ეგ ამბავი. კი ვიშარაფეთ მარა ეკლესიაში არ ვყოფილვარ, არც მეორე დღეს წავსულვარ, მეთქი პახმელიაზე ტეხავს. ერთი ძმაკაცი მყავს, მაგაზე წმინდა ადამიანი მე მეორე არ მეგულება. ეგ იყო დილის წირვაზე წასული და ჯვარი მიყიდა ჩამომიტანა, კაი ხანია არ მკეთებია მანამდე და გამისწორდა მაგრად. კაკრას იმ წყაროზე ვიყავი შორტის და ჩუსტების ამარა გასული რო ჩამოვიდა ეკლესიიდან, პირში სიგარეტი მედო და ეს ჯვარი ისე გავიკეთე, ცალთვალმოჭუტულმა. მეთქი ჯიგარი ხარ, ეხლა შენა ხარ ჩემი კროსნიატეცითქო. საინტერესო ფენომენია ეს წყარო ყოველ დილას ისე ვიკრიბებით ხოლმე თავისით, დაურეკავად, ოღონდ ყველა არა ზოგს ძილი ისე ევასება სუ რო წინასწარ უთხრა მაინც არ გამოვა. მოდიან წყაროსთან სხვებიც, ყველას ვესალმებით ეს ჩვენი სახლია, ჩვენი უბანია. ვინც გვცნობს გვკითხულობს, ვინც ვერ გვცნობს გვეკითხება ვისი შვილიშვილები ვართ, მერე ვახსენდებით და უხარიათ. ერთი მაგარი საკაიფო ფაქტია რო ვინც აქ ბავშვობიდან ჩამოვდიოდით ყველა დედის მხირდან ვართ, აქაურობა დედით გადადის რა. მაგრა გამიტყდება ჩემ შვილს თუ არ ექნება აქ ეგეთი დვიჟენია და სიყვარული მე რო მაქ. მამენტ ალბათ არც ექნება, ეხლა ვაფშე სხვა თაობა რო მოდის და მე რო შვილი მეყოლება ის ხო ვაფშე იდეინი როჟა იქნება. დილიდან გამოსული ვარ, ჯერ ერთთან შევედი სახლში გავაღვიძე, მერე მეორესთან, იქ დაჟე ყავაც დავლიე. მესამესთან რო მივდიოდი ბებიაჩემმა გადმომხედა ფანჯრიდან და მეუნება რა სიმბასავით დადიხარ მოდი მოხედე სტუმრებსო. 4 კაცს ეძინა ჩემ სახლში არც გამიღვიძებია. ხო სიმბა ჩვენი უბნელი ძაღლია, ეზოდან ეზოში გადადის, ხან ვისთანაა ხან ვისთან. ეხლა გამახსენდა რო ეკლესიაში გუშინ ხო ვიყავი, ჩემმა ძმაკაცმა მიაყენა მანქანა მერე რო ვიცი დაგვეზარებაო და ეხლა შევიდეთო. იცის რა, რამდენი წელია ერთად მოვდივართ, აქ გავიზარდეთ ერთად. სუფრა სადღეგრძელოებს აღარ მოგიყვები სამი დღე ვსვადით, მერე წავედით სხვა ეკლესიებში, გაასწორა რა. ერთად ყოფნამ გაასწორა ყველაზე მეტად თორე იმ ორივე ეკლესიაში ნამყოფი ვარ ბევრჯერ. მერე მეორე რაიონში წავედით საკიშკაოდ რა. ძლივს ვიშოვეთ დასაჯდომი ადგილი იმდენი ხალხი იყო სეზონზე ჩამოსული, კიდე კაი ჩემ კურსელს აქვს აქ რაღაც ზავიძენია და კაი პონტში გვიჯიგრა დედამისმაც და მაგარი სუფრა გაგვიშალეს. ასე იციან ამ კუთხეში სიყვარული და პატივისცემა. მე შეილება მაგ რაიონში მილიონი წელი აღარ მოვხვდე მარა არ გვაწყენინეს რა გადაგვყვნენ ზედ. აი სევდიანი დვიჟენია შემდეგ დღეს დაიწყო, ნელ-ნელა დაიწყეს წასვლა. ჯერ ორი კაცი წავიდა, მერე 2 მანქანა და აყვა ასე. ბავშვობაში როგორი მურტალიც იყო ზუსტად ისე გატეხა ეხლაც ქალაქში დაბრუნების ამბავმა. საღამოს იმ ეზოში ვიწექი ბალახზე აი პირველ დღეს რომ დამხვდნენ, 5-6 კაციღა ვიყავივით. აი მთელი ცხოვრება ვიწვებოდი და არ ავდგებოდი მაქედან ისე მისწორდებოდა ამათთან ერთად იქ ყოფნა. ტაქსთან უკვე მოგვარებული გვქონდა რო ხვალ საღამოს უნდა წავეყვანეთ, მარა დაგვირეკა და გვთხოვა გოგოები მიმყავდა დილას და იმათ უნდათ საღამოს ძმურადო თუ შეძლებთ დილას წავიდეთო. მეთქი წამო ჰა სამსახურისთვის მაინც გავემზადები წესიერადთქო. მეორე დილას ოთხმა კაცმა დავტოვეთ იქაურობა, ტბას რომ გამოვცდით ყველაფერი ისევ იმ ნიტო კალაპოტში ჩადგა არავის რო არ ევასება. იქ ჩასვლა სულ მიხარია, როდის დავბრუნდები არ ვიცი მაგრამ მარიამობას მაინც სულ სხვა მუღამია აქ რა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი