შორით კვდომა


ჭადრის ყვითელი ფოთლები ქარში
მიმოფანტულან ტრასის კიდეზე,
ვუცქერ საოცრად ლამაზი ქალი
აუჩქარებლად ადის კიბეზე.

წარმოსახვაა, ვერ ვხედავ ამ ქალს,
მის ხუჭუჭა თმას და ლამაზ ტუჩებს,
უკვე თვე გადის, რაც მან გამრიყა,
და მარტოსული დავყვები ქუჩებს.

უსულოდ დავრჩი, აღარ მახარებს
სულ არაფერი უშენოდ, ჩემო,
მე შენზე აუგს არ ვიტყვი მაინც,
თუ გინდა, მკლავდეს ამ დარდის გემო.

გადამიყარე, წიხლი მიკარი
და შემადარე არაკაცს ყველას,
გული მომიკლა მაგ ყოველივემ
და ახლა უკვე ღვინოს ვთხოვ შველას...

                                                                                                                    16.10.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი