ზაფხულის პასიანსი


ზაფხული დადგა და ბევრი ფიქრობს,
წავიდეს: მთაში, სოფელში, ზღვაზე,
მუშაობისგან გადაღლილები
არიან უკვე ნერვოზის ზღვარზე.

ერთეულებმა იციან მხოლოდ 
ზაფხულს ქალაქი თუ რა ხილია,
ეს ალბათ უნდა შეიგრძნო თვითონ,
მას ვერ გასწავლის ვაჟა, ილია.

რატომღაც უფრო სუფთაა მტკვარი,
ცხელი ასფალტის ფონზე დუნდება,
სუიციდისთვის მისული კაცი
დამშვიდდება და უკან ბრუნდება.

ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს ?
მაღალი ჭადრის ხეების ჩრდილი,
იქ მოსეირნე ახალგაზრდები,
ქალაქის რუჯით, ლამაზი, ზრდილი.

წყნარ საღამოებს ფიქრი გვინდება,
მე შენზე ვფიქრობ, შენა ხარ მუზა,
ეს ჩემი გემი შენთან გაჩერდა,
არ წავალ არსად, დავუშვი ღუზა.

შენს სილამაზეს ფასი დიდი აქვს,
და არ ვსაუბრობ აქ მე შენს თმაზე,
მე მიყვარს შენი სულის სამყარო
მოლაპარაკე ბულბულის ხმაზე.

ქალაქის ზაფხულს შეგადარებდი,
შენა ხარ მტკვარი და მე მოსული,
"სუიციდის" ფიქრს გადავდებ გვერძე
რადგან ვარ შენზე ფიქრით მოცული.

შენს გულში ჭადრის ხეების ჩრდილი
ვერ დამაბრმავებს, მე მაინც ვხედავ,
შენ რომ ხარ კარგი "ადამიანი"
მიზეზია რომ ამ ლექსებს "ვბედავ".

                                                                                                              28.06.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი