ფიქრში დახატული
ფიქრში დახატული მკრთალი სხივებია, სევდით გაჟღენთილს რომ მუდამ ურევია, თვალებს დააკვირდი, ის არ მოგატყუებს, თვალებს დააკვირდი, სითბოს მოგაწყურებს. ცასაც შეხედე, ვარსკვლავს გაცვეთილს, მთვარეს შეამჩნევ, მათგან განდეგილს, დღის შუქი მოგცემს სიცოცხლის იმედს, ამაზე სასწაულს ვინ უნდა ქმნიდეს? ყოველთვის იფხიზლე, როგორც ჩანჩქერი, წარმოსახვაში მე მას გავცქერი, ხალხს გააუღიმე, მათ ეს სჭირდებათ, არასდროს, არასდროს არ მოსწყინდებათ. თავს ნუ მიიჩნევ ვინმეზე მეტად, მსგავსი სიმდაბლე არაა ქვეყნად, ნუ მოიწონებ სიკეთით თავს, ეს ანგარებას მემგონი ჰგავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი