გზააბნეული
სარკესთან არჩევ შეუფერებელ შენთვის მიმიკებს, ავტორიტეტი მართლა ფიქრობ, რომ ასე მიგიღებს?! ვერ დაიოკებ პრაგმატიზმით სავსე სურვილებს, ბოლო ერთია, ვერ დაითვლი მრავლად წუხილებს. ცარიელი ხარ, აწყობილი, როგორც ფასადი, სახე გიჭირავს ვითომ იყო, მცოდნე - ნაცადი, პათოსი გიყვარს, მგლებში ვითომ დაგედგომება? ცხვრების პატივი, რომ შეგეკითხონ არ გენდომება. მაგრამ ცხვრებისგან არც არაფრით გამოირჩევი, მათი პატივიც წილად გხვდა და მსგავსად იქცევი, თუ ფეხი დაგცდა, წაბორძიკდი, წიხლსაც ელოდე, შენს თავს უთხარი, ვიდრე ვინმეს რამეს ეტყოდე! ფრაზა, სიტყვები, დინამიკა სხვას რომ მოპარე, მგონი სხვისი გყავს მტერი, მოძღვარი ანდა მოყვარე, არ გირჩევნია შენი შექმნა გზები გავლილი, რომ დაივიწყო, სახე ნახო შენი ნამდვილი! სულის წაქცევას რომ გიქადის გზა - ხომ ფაქტია, იყავი ვინც ხარ, ვინც იყავი, კიდევ შანსია, თავი იპოვე, მონოტორულ ლაბირინთს გასცდი, მე არამიშავს, შენ იკითხე, ჯერ კიდევ გაცდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი