* * *
ახლოს ჯერ არ მოსულხარ, უკვე სადღაც წახვედი შენი შავი თვალების ისტორიას დავწერდი, შეხება რომ მომესწრო, კოცნაზე რომ მეფიქრა არ მინდა რომ დეპრესიის მცირე როლში შევიჭრა. წასვლა ასე თუ გინდოდა, სად იყავი აქამდე?! რას ფიქრობდი?! რას ხედავდი?! ამ ცარიელ წამამდე ახლა ვინ გრძნობს, იასამნებს, ყელთან უხეშ თითებში, ალბათ უკვე სხვა დაგხატავს ამ მოსაზღვრე რითმებში. აი გაქრა, გაცამტვერდა, უკვე მიწევს გაჩერება... გაკაფული განცდის ზღვარზე, გული ფიქრობ გამთელდება?! არა, არა ვერ იგრძენი, ვერც ნახევრად დამინახე დამიძახე, თუკი მიზნად სიყვარული დაისახე. ცისარტყელებს გპირდებოდი, ღრუბლებისკენ გიწევს თვალი, არ გარგია, არც იკადრე ჩემი ხელით, სავსე წყალი დაკარგულად მე არ ჩავთვლი, იმას რაც არ დამითმია. მომწონს, მართლა მაფერადებს, რაც შენ მიმართ განმიცდია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი