ადამიანი


ადამიანი, რასაც უნდა იმას გაიგებს
ადამიანი, ვერ მიხვდები, თუ რას აპირებს
ადამიანი გამოჩნდება, როცა არ ელი
ადამიანი არ მოგისმენს, თუ გაქვს სათქმელი
ადამიანი დაიხსომე რომ არ იცვლება
ადამიანი დროსთან ერთად, ცხადში ვლინდება
ადამიანი ზურგს შეგაქცევს, როცა ინატრებ
ადამიანი არ დაგაცდის თუ შენ ივარგებ
ადამიანი იმას ირჩევს, რაც თვითონ აწყობს
ადამიანი მომავლისთვის, რას აღარ დასთმობს
ადამიანი გაპატიებს, თუკი მოუნდა,
ადამიანი თუ შენს ნაცვლად თავად მოტყუვდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი