* * *
შენს ფანჯარასთან მოვადგამ კიბეს, შუა სიზმარში როცა იქნები, ციდან რომ თოვდეს, ან კიდევ წვიმდეს მე უგრძნობ კაცად გადავიქცევი ამოვალ მაინც, ჩუმად დაგხედავ, წასვლა კი ვიცი - გამიჭირდება, ფანჯრის დახურვას შიგნით გავბედავ ვიდრე ხელები გამიწითლდება მერე სიჩუმით მოვალ შენამდე, დალალებს მშვიდად განვაცალკევებ, ცქერით დავთვრები, მივალ შვებამდე მერე წასვლის წუთს გავაცამტვერებ. მაშ სახლის კარებს შევაღებ ზანტად, და ჩაბნელებულ ოთახის ხმაზე უაზრო ქცევის და ფიქრის ნაცვლად ამ სიახლოვეს გადავწერ ქვაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი