ნაცრისფერია


გრძნობა დამჭკნარი სიცივისგან, ნაცრისფერია,
ზრუნვით კი ვიცი, რომ არასდროს დამისვენია,
ფიქრით, ამაზე ღამეებიც გამითევია,
უსიყვარულოდ ერთი წუთიც არ მძინებია.
ძილშიც რამდენჯერ, შენი ფერი დამსიზმრებია
და რაც მესმოდა შენი ფრთხილი ნაბიჯებია,
რიტმიც კი მათი, არასოდეს დამვიწყებია
და ფიქრშიც უკან არასოდეს დამიხევია,
დიდი ხანია სიყვარულით არ გიმღერია,
არც ყოფნა ჩემი, შენგან მარჯვნივ დაგჭირვებია,
ვხედავ, გრაძნობები სულ უბრალოდ ღამისფერია,
და გათენება ჯერ - ჯერობით არ ღირსებია,
ამ პერიოდში ცალმხრივი, რომ ძახილებია,
ჩემი სიტყვები და ფაქტებიც სამხილებია,
თუ ერთად ყოფნა, ჩვენ ორივეს არ გვიწერია
მაშინ ეს ლექსიც სულ ტყუილად დამიწერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი