დამშვიდობების სცენა
მარტის თვესავით შეიცვალე ამ მოკლე ხანში, ახლა გამსგავსებ მაისს არა, უფრო იანვარს, გრძნობის სიმცირე უკვე გეტყობა უხორცო ხმაში, შენში მზეს არა, ახლა ვხედავ უფრო ნიაღვარს გრძნობა დაკარგე, მაგრამ ვეღარც სხვისას აფასებ, სხვასაც უკარგავ იმედის ფასს, შავ დღეში აგდებ, ვხედავ, პირიქით, ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებ, შემთხვევით არა, მე ხომ ვიცი, იქცევი განგებ. სადამდეც გავწვდი სიყვარულსაც გულით ვემონე, მე სისხლის ნაცვლად ყინული მაქვს ახლა ვენებში, „შენში მიყვარდა თავის დროზე, ის ვინც მეგონე და არა ის ვინც საბოლოოდ შემრჩი ხელებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი