გუშინ მთელი ღამე წვიმდა
გუშინ წვიმას შეხვდა ღამე, თავი დაავიწყა მთვარეს, გუშინ მთელი ღამე წვიმდა, კვალი დაამჩნია ნაწერს, წვიმის წვეთებმა და სევდამ მუხლზე ლამპიონი დასცეს, წელი წამოწია შუქმა, მიხვდა ღრუბლებმა რომ გასცეეს. გუშინ მთელი ღამე წვიმდა, სახე შევუშვირე წვეთებს, თვალი დავხუჭე და ღამეს თვითონ ვუხამებდი ფერებს, სანამ დაუმზევარ ქუჩას, წყალი ურეცხავდა ტერფებს, მთვარემ გაიფიქრა გულში, ის რომ ღამის მოკვლას შეძლებს. ღრუბლებს მინდობილი მთვარე, მზაკვრულ ოცნებებში იწვა, ხორცის შესხმა სურდა იმის, რაც კი თავის თავში ითქვა, იმედს უღვივებდა მთვარეს მარტოდ გზაში მყოფი ყინვა, ამ დროს წვეთებს მოაქვს კითხვა, ფიქრში გავლებული - „ ვინ ვარ?“ წვიმა ეხუტება ღამეს, გუშინ მთელი ღამე წვიმდა, ყველა გამქრალიყო ირგვლივ, მათთან გაჩერება ჭირდა, ქუჩად ლამპიონი ისევ, თვალებს თავთან ერთად ხრიდა, აი ეს ამინდი მხოლოდ, ფიქრის ქაოსისთვის ღირდა. მაშინ მთელი ღამე წვიმდა, ღრუბელს დაესახა მიზნად, მთვარის ღალატი და გაქრა, თავი ჩაიმარხა მიწად, წვიმას შეხვედრილი ღამე, წელზე მოეხვია მშვიდად, მე კი ამ ყველაფერს ძილში, თვალყურს ვადევნებდი სიზმრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი