რა ძნელია
რა ძნელია უღალატო პრინციპებს, სიყვარული როცა მოსვლას გიპირებს. რა ძნელია ჩაეხუტო სხვას, სხვას, რომელიც არაფით ჰგავს მას. სიკეთე ჰქნა, გააჩუმო ხმა, ოდესღაც ხომ მოგინდება თქმა, დაეხმარო გაჭირვებულ ბრმას, რომ მიაგნოს თავის სახლის გზას. რა ძნელია იაზროვნო გულით, როცა აღქმის უნარი გაქვს ჭკუით. შეგიყვარდეს, გაუწოდო ხელი, სანაცვლოდ კი აღარ შეგრჩეს მთელი. პატივი სცე და დაუთმო ხნიერს, საზრდო მისცე ნამტირალევ მშიერს, რა ძნელია შეიყვარო მტერი, როგორც გიყვარს შენ ოჯახის წევრი. დაივიწყო და გააგდო წყენა, მოინდომო სუფთა ფურცლის ძებნა. რა ძნელია გაიხსენო უფალი, რომ არ გშია და არა ხარ მწყურვალი. მოუსმინო უსამართლო კრიტიკას, ვინც ვერ იგრძნო და ვერ ჩასწვდა ლირიკას. სიამაყით გადახედო წარსულს შეცდომების შუა ზღვაში გასულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი