სამწერტილი
სიცარიელით ვარ ახლა სრულად სავსე, ხოდა ვეგუები, ვზივარ აი ასე მარტო, უცხო როლში, ფიქრით გატენილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ... ადგილს ვერ ვპოულობ, გავცდი ატმოსფეროს, წარსულს დავედევნე, აწმყომ ამომწეროს, ყველა დაფარულს სჯობს ერთი გამხელილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ... ყველა დაძინებას უძღვის სინანული, გარდაუვლობისკენ ფორთხვით სიარული, თითო ტაეპია ცრემლით გაჟღენთილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ... ხალხში გავდივარ და ნიღაბს ვეუბნები, წელში გაიმართე, სახეს ვემდურები, გული წრფელი ცოცხლობს, თუნდაც გახვრეტილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ... ვსუნთქავ მუქ ფერებში, სულით გარინდული, ალბათ მაცნეა, რომ ვდგავარ გაყინული ალბათ მაცნეა, რომ გზას ვარ აცდენილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ... სევდა შეხვედრებზე არსად აგვიანებს, სუფთა ცრემლი მიაქვს, კვებავს ნაგვიანებს, ცრემლით წაშლილია, ცრემლით დაწერილი, რაღა გავაგრძელო ?! მიჯობს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი