მაშინაც - ახლაც


ღამე ჰფარვიდა მარტოობას მაშინაც - ახლაც
თოვლია მთაზე, გარშემო და სულშიც თოვლია
ვგმობდი სიშორეს, კვდომაზე და დაშვებულ აზრსაც
თუმცა სალმობა, სისხლი უკვე, დიდხანს მქონია

პროცესიაზე მიმავალი გრანელი წერდა,
რომ უიმედო ძახილები ფიქრში დადიან.
ამ ფიქრთან ერთად, მწუხარებამ დაბადა სევდა
ჩემში რომ იყვნენ მაშინაც და ახლაც არიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი