წელი/წადი
ნოემბრის ცივი სევდა დეკემბრის ბოლოს გაქრა. იანვრის ლექსებს ხევდა თებერვლის გზების გაყრა. მარტის ვერ მივხვდი აზრი, აპრილში გავხდი მშვიდი. მაისს შევწყვიტე ჯავრი ივნისის სუფრას ვშლიდი. ივლისის მზიან ქუჩას აგვისტო ედგა თავში. სექტემბრის ვგრძნობდი სუნთქვას ოქტომბრის ქარის ხმაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი