მე შენ დაგიძახე
მე შენ დაგიძახე სახლი, ქუჩად მაწანწალა ძაღლმა, მე შენ დაგიძახე ხიდი, ხიდი მორევიდან გაღმა, შორით კიაფობდა სხივი, ახლოს მიმათრევდა დრამა, როცა შენი მტევნის გზაზე, გული შემოაღო ქარმა. დარდმა გადაწია სახლში, გრძნობით დაკიდული ფარდა, ვერვინ გამომხსნიდა მიწას, შენი ნარნარა ხმის გარდა. ფერში ნაცრით სავსე ქუჩას ცეცხლი წყაროსავით სვამდა, მაშინ სიზმრად მექცა ცხადი, ცხადი, მაშინ სიზმარს ჰგავდა. როცა მიწა მედგა თეფშად, იმედს მიფარავდა ცეცხლი, მე შენ დაგიძახე ძალა, სივრცეს შემოვხვიე ხელი, მე შენ დაგიძახე პირი, როცა არ ვიყავი მთქმელი, შენი თვალებიდან თითით თვითონ მოვიწმინდე ცრემლი. ბევრი სახელი გაქვს ჩემში, ერთი ადგილი და მძიმე, რასაც ვერასოდეს, ვერსად, ვიცი ვერ შემიცვილის ვინმე. წყნარი ოკეანის გრძნობის, მშვიდად გავიცანი სიღრმე, მერე მოვიძიე კლდეში შენი ყავისფერი მღვიმე. თითებს თითებს შორის ვიქცევ, მკლავზე გამიარა დენმა, ბედმა კი არა, და თავი შენი გამიმზადა ღმერთმა, შველი, ყვავილებში სუნთქავ, ბაგე დაგიფარა მტვერმა, უკვე შეგაწუხა ვხედავ, მძიმე წარსულიდან ხმებმა. მე შენ დაგიძახე რწმენა, სანამ დაიწყება ლოცვა, გროვა გამიქარვე თითქოს, კისრად გადამხსენი ცოდვა, ერთი მთლიანი ვარ ახლა, მგლების დამშეული ხროვა, თვალებს ვენდობი და ვითხოვ ამას არ დაარქვა ბოდვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი