შენ ახლა გძინავს


შენ ახლა გძინავს ისეთი ძილით,
რომ მონუსხული დავრჩები ხიბლით,
და შენი თითო ჰაერის შთანთქმა,
მიღირს იმად, რომ ვიგემო ჯვარცმა.

სიმშვიდის ფერი, მკრთალად სახეზე,
სახე კი ნაზად, გიდევს ცალ ხელზე,
სიზმრად სამყაროს ხედავ შვიდ ფერში,
გაურკვევლობა მიგყავს ფიქრებში.

აქვს ბედნიერი წუთები მთვარეს,
რომ შენ გიყუროს და არემარეს,
ამ დროს კი რაღაც შავ - თეთრ სტრიქონებს,
ბიჭი სახლიდან შენთვის იგონებს.

ვერ მივამსგავსებ მოსაზღვრე რითმებს,
მაგ გულის ძგერის საოცარ რიტმებს,
ჰგავხარ სურნელით გადამთვრალ ფუტკარს,
თეთრი ვარდი რომ ძალიან უყვარს.

ბევრის სიფხიზლეს სჯობს შენი ძილი,
მინდა დაგიწყო ვარდები წვრილი
და რომ გაახელ ზურმუხტის თვალებს,
შენი შერცხვებათ ღმერთებს და მთავრებს.

ბევრის საუბარს სჯობს ეგ დუმილი,
რომ ჩაგეკონო მაქვს ეგ სურვილი,
მაგრამ როგორ ვარ, ხომ კარგად ხედავ
და მაინც ამის დაწერას ვბედავ.

შენ ახლა გძინავს ისეთი ძილით,
რომ მონუსხული დავრჩები ხიბლით,
და შენი თითო ჰაერის შთანთქმა,
მიღირს იმად, რომ ვიგემო ჯვარცმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი