ადამიანი როდესაც გიყვარს


ადამიანი როდესაც გიყვარს, შენ მასში ხედავ შენივე სახეს,
ხელს ჩამოართმევ, გაუღიმებ და მას შეუძლია იმ წამსვე გაგცეს.
ოჯახის კარსაც გაუღებ გულით, დასაძინებლად გაუშლი ლოგინს,
სწორედაც მისგან ნასროლი ტყვია დაგაწყებინებს სიკვდილის ლოდინს.

ადამიანი როდესაც გიყვარს, თვალებს ხუჭავ ისე ენდობი,
მზით გამთბარ სახეს სულს შეუხამებ და როგორიც ხარ, ისე ეცნობი.
არასდროს იცი რეალურ სახეს როდის განახებს და როდის გესვრის,
შენ ყურს უჯერებ, რადგანაც გიყვარს, იმას უჯერებ, რაც მისგან გესმის.

ადამიანი როდესაც გიყვარს, იმედს გაძლევს, რომ არსად წაიქცე,
სულგრძელებისგან იმაზე ფიქრობ, არასდროს უღირს კაცად არ იქცე,
მაგრამ იმედი ბოლოს ხომ კვდება, სიცრუე ანგრევს რეალურ მხარეს,
ნიღაბს იშორებს და გზიდან უხვევს, შენ კი განიცდი შეგრძნებას მწარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი