უშენობა
მაჯებს დაეტყო უშენობა ახლა იმდენად, დილა დაღამდა, ღამეც დარჩა დილის იმედად, მქრქალი სხივები დადუმდნენ და ისევ დავპირდი, ისევ უშენოდ, ნაცრისფრად რომ სადმე დავიცდი. მაჯებს დაეტყო უშენობა ახლა იმდენად, მუქი ნისლია, ვიჭრები და ვრჩები სიტყვებად, მუქი ნისლია, თითქოს ჩემთან მწვავე ფიქრია, და ხშირი კითხვა - შემიძლია თუ არ შემიძლია? მაჯებს დაეტყო უშენობა ახლა იმდენად, რომ ბოლო გზაა, ნაბიჯები ვიწყო რითმებად, ოღონდ სიფხიზლით სადღაც, სადღაც როცა დავთვრები, შენ თუკი მოხვალ, როგორც მოხვალ, ისე დაგხვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი