რჩევა
მე აღვიქვამ რეალუს, თვალით რასაც ვხედავ ვარჩევ კარგს, ვამჩნევ ცუდს, ამას გულში ვბეჭდავ, ვხედავ მზეს, ვებრძვი მტერს, შევთხოვ ღმერთს, ერთგულება არ დაკარგო, ჩემო კარგო - გირჩევ ერთს! მოგიშვებ ახლოს, შეგიყვან გულში, ოღონდ ნუ გაცვლი ყველაფერს ფულში, ფული ვნებს არ გარგებს, გამოგიყენებს, დაგაგდებს! ნუ იქნები დამსმენი, ნუ იქნები გამქცევი, სამართლიანის სისხლის, უსამართლოდ დამქცევი, იყავი წრფელი, მე ამას ველი, მგლების ხროვაში იყავი მგელი! ისწავლე შეცდომით, ისწავლე მოსმენით, არ ისარგებლო ნდობით, მიაღწევ მოთმენით, ღირსეულად იცხოვრე, შენს თავს ეცი პატივი, ცუდს არაფერს ითხოვდე, არ გეგონოს მარტივი. ნუ ემსგავსები სხვას, შეხედე ცას, მთვარე მკაფიოდ ჩანს, გაჩვენებს გზას. არ უსმინო ორად ორს, მატყუარა ორატორს, გაყალბებულს მოგანდობს, მოგიგონებს ორას ჭორს. არ დაეყრდნო მოთამაშეს, არ დაეყრდნო მოძალადეს, იცოდე, რომ სიბნელეში პროჟექტორებს მოგანათებს. შეიყვარე ყველა, ვისაც გული დაიტევს, იცოდე, რომ ამით შენი სული აიწევს. გაიარე ამაყად, თავი არსად დახარო, არავის არ ათქმევინო - მოღალატეს გავხარო, დაიცავი სახელი, მოაბნიე ნათელი, დაიჭირე სანთელი, არ გჭირდება დამცველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი