სხვანაირი ციხე
არ ვარ ციხეში, მაგრამ უფრო ჩემში ციხეა, პატიმარია თითოეული ჩემი ჩასუნთქვა და მნახველებთან შეხვედრაზე უფრო მძიმეა საკუთარ თავთან შეხვედრა რომ უნდა დავუშვა. არ ვარ ციხეში, მაგრამ ჩემი თავის - უფლება შებოჭილია ადვოკატის აზრის მოსმენით, რომ ზღაპარივით ეს ამბავი კარგად სრულდება, მაგრამ ფაქტია „ პრესებს “ ვუძლებ დიდი მოთმენით. არ ვარ ციხეში, მაგრამ ნუგეშს მშობლისგან ვნატრობ, ხმის გაგონებით ტკივილი, რომ უფრო მცირდება ამ საუბარსაც ვადა გასდის დღითიდღე ვატყობ და კიდევ იმას, ნუგეში რომ მშობლის სჭირდება. არ ვარ ციხეში, მაგრამ ღამით დაკითხვას ველი, ოღონდ ადვოკატს უფლება აქვს ტოლფასი ნულის, როცა პასუხებს ძილად მისვლის ლოცვებით შევცვლი, ნაფიც მსაჯულებს პირველ ვერდიქტს მაშინვე უცვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი