სიმარტოვე


მივეჩვიე სიმარტოვეს
ეშმაკებმაც მიმატოვეს.
არ მიშვებენ სიახლოვეს
მათთან ვისზეც იბატონეს.

ეს გგონია მამცირებს?!
ან რაიმე მაციებს?!
ან თუ ვინმე დამცინებს,
არ გეგონოს მაფიქრებს.

პასუხები, კითხვები,
ზურგის უკან ვირთხები.
გრძნობებისგან ვიცლები
საბოლოოდ ვინ ვხდები..?!

ბოლოს ვხედავ ხსნას,
კიდევ ერთხელ ცდას,
სინათლისკენ გზას,
სხვამ რაც უნდა თქვას .!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი