თანა'მედროვე მორალი


აქ კანონი დგას პრინციპზე მაღლა, თავისუფლების გრძნობა მცირეა,
                              თავს გაუძეხი ბილიკზე სადაც - ყოველი ნაბიჯი უფრო მძიმეა,
სხვაგვარად ესმით თავისუფლება, მოექცე ისე, როგორც გწადია,
აბა პირიქით, თავს აუკრძალე, წესები დარგე - ბევრად კარგია.

აქ კანონებით გიწერენ მორალს, გაუაზრებელ ფრაზებს გაწვდიან,
შენი ცხოვრებით ბევრი რომ ცხოვრობს, წინ გადაუდგე? არც კი გაცდიან,
თვალთვალს, მოსმენას ხშირად შეხვდები, მიყურადება აქ ხომ ჰობია,

მაღალფარდოვნად და მშრალი სახით წაგიკითხავენ აქ ნოტაციას,
თავისნაირი „სუფთა“ ხელებით ტაშს მოელიან და ოვაციას,
დანატოვარი გაქრა მიწები, აქ თავის თავზე უფრო ზრუნავენ,
არ დაიყვირო, აზრი არა აქვს, თავისუფლებას თუ გიზღუდავენ.

დიახ, კანონმა ხალხი დაწერა, პირი აუკრა, სიტყვა წაართვა,
ვინ უნდა იყო და რისი შემძლე, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვა,
გამოსავალი ერთია - წასვლა, წასვლა იქ სადაც საზღვრები სცდება,
დილით გამოსულს აივნის პირზე მზეც უანგარო ღიმილით გხვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი