სულ არ მჭირდება!


სულ არ მჭირდება შეხსენება, ისედაც ვიცი,
სად წავიქეცი, სად ავდექი, სად დავდე ფიცი,
ხელებს დახედე, ვიდრე თითებს სხვისკენ მიმართავ,
დამთრგუნველ მიზნებს ნურასოდეს ნუ დაისახავ.

სულ არ მჭირდება შეხსენება, ისედაც მახსოვს,
სიცხეში ვდგავარ, თავზე მაწვიმს თუ თავზე მათოვს.
მე ხომ ჩემთვის ვარ, შეცდომებთან პირისპირ, მარტო,
ლექსი ფონად მაქვს, რითმად ფუნჯი და უნდა ვხატო.

სულ არ მჭირდება მითითება ისედაც ვხედავ,
რაც კი მაკლია და მივმართავ: გამოჩნდი რწმენავ,
ისედაც ვხედავ, სხვათა შრის, თვალს კი არ ვაჩვევ,
თეთრი მოშავოს რომ წააგავს, იმასაც ვარჩევ.

სულ არ მჭირდება შეხსენება, სულ არ მჭირდება ...
ისედაც კი ვგრძნობ, რომ თანდათან გული ცივდება,
გავიმეორებ, ისიც მახსოვს ბევრჯერ რომ შევცდი
და აწ შეცდომის ამიარეს უსიტყვოდ გვერდი.

სულ არ მჭირდება შეხსენება, რომ ვიყო კარგად,
რომ გავუფრთხილდე ღირსებას და მტერს შევხვდე მყარად,
სულ არ მჭირდება დავუმტკიცო ვინმეს სიკარგე,
თუ მტკიცებაში უგზო - უკვლოდ გადავიკარგე

სულ არ მჭირდება შეხსენება, ისედაც მახსოვს,
ერთხელ მოვკვდები და ანუბი დარჩენას არ მთხოვს
სულ არ მჭირდება, დავიჭირო ბოლოს მომენტი,
რომ უკვე იქით წაბრძანებულს მერქვას პოეტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი