თბილისი
გუშინდელი თბილისი მენატრება, მას დღითიდღე ნეგატივი ემატება, ხალხი დუმს და თითქოს ხვდება, რომ ბრბოს რაღაც ემართება. აქ მტყუანი სამართლიანს ემართლება, ვერ გაიგო ხალხმა ვის რა ევალება, აქ დღეები უკვე აღარ ფერადდება, ვხვდები სითბო როგორ სწრაფად მეკარგება. ეს ქალაქი ღამე ძილშიც მელანდება, თბილისელი ახლოს აღარ მეკარება, უსაფუძვლოდ თვალწინ ბინდი მეფარება, მეგობარი მეგობარს, რომ ემალება. მე მჯერა, რომ საქართველო აყვავდება, ღირსეული ორჯერ მეტად გამრავლდება და ეს ხალხში უფრო მეტად დაფასდება, ქედმაღალი თავის თავთან დამდაბლდება, ხალხში გრძნობა, ვფიქრობ, უფრო გამძაფრდება, ერთმანეთის მოვინდომოთ გახარება, არ შეგშურდეს, მივულოცოთ წარმატება, მაშინ მტერი, დამიჯერეთ, გამწარდება. ახლა ყველა ვიღაცის აზრზს ეთანხმება, მე თბილისი მომღიმარი მენატრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი