რასაც გაჩუქებ
ყველაზე ძვირფასს, რასაც გაჩუქებ ეს არის დრო და ნუ გააჩუქებ, გულის ძგერასაც ნუ გააუქმებ, ღია სამყაროს ნუ გაამუქებ. იგრძენი წუთი, იგრძენი წამი, დილით გადი და იგრძენი ნამი, მიწას შეხედე, შეეხე ზეცას. იპოვე სიმშვიდე, შეეშვი ლეწვას. დაწერე თამამად, დატვირთე ფურცელი იარე ამაყად, იყავი უცვლელი, დაწერე ლამაზად, განცდა გაქვს უთვლელი, იბრძოლე ბოლომდე, ყველაფერს უშველი. იყავი კეთილი, იგრძენი სამყარო, შენა ხარ წერტილი, ტვირთი რომ ატარო, მართალთა დევნილი რომ უნდა აწვალო, გახადო შეცვლილი, ცხოვრება ასწავლო. გაჩუქებ ფერებს და წვიმის წვეთებს, შეუშვერ ხელებს, დააცხრობ ნერვებს, დაადგენ წესებს, თუ სული ეძებს, იპოვის, შეძლებს, ნამდვილად შეძლებს. მიწაში ჩამარხე შენი წარსული, გახსოვდეს, როცა იყავი ავსული, შენი თავიდან სხვასთან გასული, ვითომ იყავი უფრო დაცული. ყველაზე ძვირფასს, რასაც გაჩუქებ, ეს არის დრო და ნუ გააჩუქებ. გულის ძგერასაც ნუ გააუქმებ, ღია სამყაროს ნუ გაამუქებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი