* * *
არ ვსვამ, მგვანან ლოთები, როგორც ფოთლებს, ფოთლები. ბარის მტვრიან კუთხეში, განწყობა მაქვს უხეში. არც თამბაქოს არ ვეწევი, მაგრამ მწეველს დავეწევი ნაოჭების დათვლაში და ნერვების კარგვაში. ვაპროტესტებ ამ სამართალს, სირენების მცდარ კარნავალს, არ ვიცით აქ კანონები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჩარჩოები. კი მყავს ცოტა მეგობარი, სისხლით, ხორცით მეომარი, ცოტა, მაგრამ ნამდვილი სიყვარულში აღზრდილი. მიყვარს ქუჩა ღამის, იქ შემოვრჩი ლამის. წვიმის მიყვარს ცვენა, პატარების დევნა. მიყვარს ლექსის წერა, კიდევ ღმერთის მჯერა, კიდევ არის ბევრი რაღაც მშვენიერი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი