ვარსკვლავების ქალაქში


ვარსკვლავების ქალაქში გზას მივყვები ქარიანს,
ფიქრებისგან მოჭედილს, ცას ვუყურებ მთვარიანს.
მახსენდება დღეები, გამჭვირვალე წუთები,
ხავერდივით ხელები და ცოტატი ურჩები.

ვარსკვლავების ქალაქში თავდახრილი დავდივარ,
ცვალებადი ნაბიჯებით და თითქოსდა მარტი ვარ,
სიცივისგან სიცხეს ვგრძნობ, სულში როგორ ადუღდა,
წარსულ დღეთა მორევი ზურგის უკან დადუმდა.

ვარსკვლავების ქალაქში მივაბიჯებ ეული,
ნაბიჯების რიტმი მაქვს ისევ ისე ჩვეული.
არაფერზე არ ვდარდობ, არაფერზე არ ვფიქრობ,
ჯიბეებში ხელების არც გათბობას არ ვცდილობ.

ვარსკვლავების ქალაქში ახლა ვფიქრობ რა მინდა?!
სიცივეა, ქარი ქრის, მგონი მზის დრო გავიდა.
ღამეს შუქი აფერადებს ჰორიზონტის ფერებად,
ნატვრა ჩემი თითოეული წვიმის მოვა წვეთებად.

ვარსკვლავების ქალაქში გზას მივყვები ქარიანს,
ფიქრებისგან მოჭედილს ცას ვუყურებ მთვარიანს.
კისერზე მაქვს მოხვეული შინდისფერი ყელსახვევი,
მერამდენედ გამოვტოვე სიყვარულის შესახვევი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი