ახალი წლის ღამეს


ახალი წლის ღამეს გარეთ მინდა თოვდეს,
შენი ცივი ხელები კვლავ გათბობას მთხოვდეს,
გაგახარო, გაგაოცო საჩუქრით ან რამით,
განტელებით შემოქარგულს ჩაგეხუტო ღამით

სიო იძვრის შეუმჩნევლად, ქუჩამ იგრძნო თოვლი,
თბილი სახლის საკვამურით ცაში ადის ბოლი,
ფანტელებზე იფიქრებ, რომ ეძებენო რამეს,
ცაში ისე ირევიან, ვერ ხედავენ მთვარეს.

მე შენს სახლთან მარტოობით შემიწუხდა გული,
გავიყინე, მაგრამ ყინვას სჯობს სიყვარულუ,
გელოდები საჩუქრებით, თოვლიანი ვარდით,
მახსოვს, გუშინ ნაძვის ხეს სიხარულით ვრთავდით.

ღამის თბილისს საბანივით დაეფარა თოვლი,
მარტოსულმა გამოცალა ცივი არყის ბოთლი,
აღარ სცივა, თავდახრილი მიუყვება კიბეს,
ეშინია არ წაიქცეს, ერიდება კიდეს.

პატარები სიხარულით მოელიან სანტას,
არ უთხრათ, რომ არ არსებობს, ნუ მოუკლავთ განცდას,
შენ კი ისევ აგვიანებ, იპრანჭები ალბათ,
მოდი ერთად მოვიფიქროთ ამ ახალწელს რა ვქნათ?

უკბე ყინვაც დამეგობრდა ჩემთან,
ახალი წლის ეს საღამო შერწყმულია თეთრთან,
აი უკვე მომენატრა შენი რბილი სახე,
შენი მუქი თვალები დღეს სიზმარშიც ვნახე.



ისევ ვდგავარ ქუჩაში, თვალს ვადევნებ ფიქრებს,
ნეტავ ვინმე თუ ჩაწვდება ამ დაგლეჯილ ფიქრებს?
თოვლი ცდილობს მეც დამფაროს ფეხებიდან თავამდე,
ამ დროს ისევ მალოდინებ, ნეტავ სად ხარ აქამდე?

სურვილი მაქვს გაიფანტოს უსაფუძვლო ეჭვები,
როგორც თამბაქოს მწეველი, მეც ისე ვერ შეგეშვები,
გაყინულ თოვლში გრძნობები ისევ ბობოქრობს ფიქრში,
მინდა ჩემივე სათქმელი ლექსად გადმოგცე რითმში.

თაიგული ძლივს მიჭირავს, გრძნობა ცოტა დამრჩა,
იცოდე, რომ შენი იყო, თიკი არ გადარჩა,
მგონი თოვლიც გადავღალე, აღარ უნდა ჩემთან,
ვიცი, რომ ეს ფანტელები ცაში იყვნენ ღმერთთან.

როგორ მინდა ჩემთან იყო ახალი წლის ღამეს,
მაგრამ, ვფიქრობ, მომიწია ვესაუბრო მთვარეს.
ფაქტია, რომ არ მოდიხარ, ვიღაც ალბათ არ გიშვებს,
შენი სხვასთან ახლოს ყოფნის წარმოდგენაც მაგიჟებს.

ვარდებმა და საჩუქრებმა თოვლი ტანზე ჩაიცვეს,
წარმოქმნილმა ყინულებმა გრძნობები არ დაინდეს.
ისევ თოვლი, ისევ შუქი, ისევ წყნარი ქუჩა,
ერთმა ღვინით სავსე ბოთლმა მეც კი გამაყუჩა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი