მიტევების ძალა


აპატიე ამაღლდები, სულიერად გამაგრდები
სიძლიერე შენში ნახე, არ გეგონოს გადამდები
შინაგანად დაინახავ, რომ მზესავით განათდები,
მაგრამ ამან თუ შეგიპყრო, უეჭველად დამარცხდები

ძლიერი ხარ მაშინ როცა, არ გაწირავ საბრალოს
როცა, გულით დაანახებ მიტევების საბადოს
რად გინდა რომ აგრესია, შენგან გულით ატაროს
და თუ სადმე დაეცემი - ფეხი გადაგატაროს

რომ შეგეძლოს პატიება, გგონია რომ დამცირდები
ფიქრობ, ბევრი გადაგივლის, მაგრამ როცა დაფიქრდები
მიხვდები რომ შენივე თავს საიქიოდ დასჭირდები
არ ინანებ ამ ყველაფერს - საბოლოოდ დამშვიდდები

მიუტევე ნაცვლად ერთის, რომ ოდესღაც თავი თვისი,
შენს ადგილზე აღმოუჩნდეს - დარიგება ერგოს სხვისი
ჭეშმარიტად გადაწყვიტოს რა პასუხის არის ღირსი
გაიხსენოს მაშინდელი და მიუგოს საკადრისი

მაშინ ნახავ სიძლიერეს, როცა გულში ჩაიხედავ.
სიყვერულის ასოებით სულგრძელებას ჩაიბეჭდავ,
ამოგლეჯილ ყველა სითბოს ისევ ისე ჩაიკერავ
მიტევების სანთლის წვეთებს ისევ გულში ჩაიღვენთავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი