დაგელოდები


დაგელოდები, სადაც დავრჩით სრულიად უცხოდ
დაგელოდები უმოძრაოდ, უსიტყვოდ, უხმოდ,
წვიმიან ქარში ვარდებს შევკრავ სრულყოფილ კონად
და ყველა ტკივილს, ყველა წყენას, გარდავქმნი კოცნად.

დრტვინვით ჩავივლი სევდიან და გაცრეცილ ქუჩას,
ტალახში გასვრილს, გრძნობებს ვტოვებ სრულიად სუფთას.
მე გელოდები პანტის ძირში, ახლოს ფესვებთან,
არარად ჩავთვლი, შედარებით გრძნობებს წესებად.

ახლა კი დარდი მომეძალა ამინდთან ახლოს,
დარდი, რომელიც ჩემთანაა წლებმაც რომ განვლოს
მე გელოდები, არ ვიცი რისთვის ან კიდევ, რატომ...
გულის თქმას ვყვები და ჩემ გვერდით ერთადერთს გნატრობ.

არ მწამს სიცოცხლის, თუ მეგზურად არ უძღვის განცდა,
განცდა სიმშვიდის, სიკეთის და სრულყოფის გარდა,
კვლავ სიყვარულის უანგაროდ გაცემის ფაქტზე,
თუ დაგიჭირეს, არასოდეს არ გადგე განზე.

მე გელოდები, მაგრამ იცოდე, მხოლოდ სასრულად,
საკუთარ თავთან საკუთარს ვგრძნობ მხოლოდ დაცულად,
ფიქრის ზღვა მიდგას, გრძნობის ველი და გელოდები,
ჩემი თავის მეტს, ჩემი თავის მეტს არაფერსაც, არ ვემონები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი